“დრო იწურება, ჩახედეთ 9 ნაბიჯს, შავით თეთრზე წერია, რა უნდა გააკეთოს საქართველომ” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი ჰაველ ჰერჩინსკი აკეთებს მოუწოდებს ყველას, რომ რეფორმები მალე უნდა გატარდეს და ეს წელი არ უნდა დაკარგოს საქართველომ.
ჩვენთვის ყველა პირობა თანაბრად მნიშვნელოვანია. აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობა და პროფესიონალური ადმინისტრაციით 9-ვე ნაბიჯის შესრულება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი. დრო იწურება, ყველამ ვიცით, რომ ახლოვდება არჩევნები და საარჩევნო კამპანია არ არის საუკეთესო გარემო რეფორმების განსახორციელებლად. ამიტომ დრო არ უნდა დაკარგოთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს წელი დაიკარგოს. ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ წინ ვიაროთ. ევროკავშირმა გახსნა კარი, ახლა საქართველო თავად უნდა შევიდეს ამ კარში. ერთიანობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა ყველამ ერთად, კონსტრუქციულად იმუშაოს. რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას, თქვენი გადასაწყვეტია. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება გახსნას ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ბოსნიამ განიცადა საკმარისი პროგრესი, ამიტომ ლიდერებისგან ქვეყანამ პოზიტიური სიგნალი მიიღო. იმედი გვაქვს, ასე მოხდება დეკემბერში საქართველოსთან მიმართებაშიც,”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ