გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო – უკეთესმა გუნდმა, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა. ერთადერთი, ვინც ლუქსემბურგელთაგან წაგება ობიექტურად აღიქვა, მათი მეკარე ანტონი მორისი იყო, რომლის თქმით, მაგრად გადარჩნენ, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“ – ბურთი მრგვალია, სიტუაცია ხანდახან იცვლება და უკეთესი გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ფეხბურთში ხომ […]

“ეს იქნება უკიდურესად საშიში, ისეთი რეპრესიები შეიძლება დაიწყოს…” – რუსეთის ინტერესები და ოცნების სახიფათო მანევრი – ბესელია

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, ხალხის ძალის პარტიად ოფიციალურ დაფუძნებას ეხმაურება და მედიასთან, ამბობს: მმართველს პარტიას სჭირდება დამატებითი ძალები, ის მარტო, დამოუკიდებლად ვერ მოაგროვებს უმრავლეს მანდატს – ეს არის შეუძლებელი, ამიტომაც ცდილობს გაიჩინოს ხელოვნური მოკავშირეები, გაიყოს ხელოვნურად, იქნებ მოახერხოს. არ ვიცი, ბარიერს დაწევენ, თუ არა, ვეჭვობ, რომ არ დაწევენ ბარიერს. ეცდებიან მაშველი რგოლი გახდეს ეს სატელიტი პარტიები, […]

ხუნდაძე: თუ ხალხი ქვეყნიდან გარბის, მაშინ თბილისში ამხელა საცობი რატომაა?

ჩემი ოჯახის წევრიც არის წასული, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და მეზობელიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა. დღეს კი ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციო გამოშვებაში, მით უმეტეს, ოპოზიციურში – ყოველ 5 წუთში ერთხელ ერთი და იგივე ინფორმაცია ტრიალებს, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში ამხელა საცობი რატომაა?

ელისაშვილი ლელოს, გახარიას, გირჩს და ანა დოლიძეს გაერთიანებას სთავაზობს

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალიკო ელისაშვილი ლელოს, გახარიას პარტიას, გირჩს, ანა დოლიძეს და კიდევ “რამდენიმე უპარტიო ადამიანს” გაერთიანების გზებზე საუბარს სთავაზობს. აღნიშნულ ინფორმაციას ელისაშვილის პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. “მაქვს შეთავაზება, იმ პარტიებთან, რომლებიც არც ნაცები ვართ და არც ქოცები, არც ამ ორი პარტიის ორბიტაზე ვართ, ვილაპარაკოთ გაერთიანების გზებზე. ე. წ. შუაშისტური ძალები, პროდასავლური პარტიები უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ […]

რუსეთისთვის სპეცოპერაცია ომად იქცა – დიმიტრი პესკოვი

მას შემდეგ, რაც დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის მონაწილე გახდა, სპეცოპერაცია ომად იქცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ, დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი, როდესაც კოლექტიური დასავლეთი გახდა ამის მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომად იქცა. მე […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0060 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9544 ლარს შეადგენდა. […]

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მწვანე ენერგეტიკის შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე. მან ვრცლად ისაუბრა მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის აუცილებლობასა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ მე-11 დისკუსიაში, სახელწოდებით „მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და […]

არჩილ თალაკვაძე – ჩვენი ხელისუფლების პირობებში 100%-ით არის გაზრდილი საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობა არჩევნებში და 44%-ით არის გაზრდილი რეგისტრაციის მაჩვენებელი

ჩვენი ხელისუფლების პირობებში 100%-ით არის გაზრდილი საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობა არჩევნებში და 44%-ით გაზრდილი რეგისტრაციის მაჩვენებელი. ეს არის კონკრეტული რიცხვები, რომელსაც წყალი არ გაუვა, მაგრამ სტრატეგიის არგუმენტებს ჰაერი გასდის და წყალიც გაუვა, რომ გადავამოწმოთ – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა კითხვით, სად იყვნენ მაშინ, როცა საზოგადოებამ […]

“მარილა” ლონდონსა და ნიუ-იორკში იყიდება” – როგორი იყო კომპანიისთვის 2023 წელი?

გასული წლის ბოლოს ბაზარზე ინოვაციური საკვები პროდუქტის, ღვინის მარილის, პირველი ქართული ბრენდი – “მარილა” გამოჩნდა, რომელიც ღვინის თემატიკისა და სამკაულების ბრენდებთან – Emocia, Emocia Wines და Wine Diamond-თან – საერთო კომპანიაში ერთიანდება. როგორც დამფუძნებელი, თამარ აბულაძე BMG-სთან განმარტავს, 2023 წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რაც “მარილასა” და Emocia Wines-ის ბრენდების ზრდამ განაპირობა. “2023 საკმაოდ კარგი […]

ტაივანის ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცები ჩინეთიდან 4 კმ-ში მდებარე კუნძულზე იმყოფებიან

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცები ჩინეთის საზღვრიდან 4 კმ-ში მდებარე კინმენის კუნძულზე იმყოფებიან. ტაივანის მხარის ცნობით, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ისინი მუშაობენ, ტაივანის სამხედრო მდგომარეობის გაძლიერების სტრატეგიებზე. აშშ-ს აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელი ჯარისკაცები ტაივანის ძირითად ტერიტორიაზე, ფორმოსაზე ტაივანელი სამხედროების გადამზადების პროცესში არიან ჩართული. აქამდე პენტაგონს არ დაუდასტურებია, რომ ამერიკელი სამხედროები ტაივანსა და ჩინეთს შორის […]