შემირცხვენია NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ ‘აპრავებ’, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში

შემირცხვენია NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ ‘აპრავებ’, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში შემირცხვენია ის ვითომ NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამდაგვარ უგვანოებს აძლევს საჯარო პლატფორმას. უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ ‘აპრავებ’, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, […]

19 წლის გოგოს გაუსაჯაროვა ინტიმური ფოტო, სქესობრივ კავშირს აიძულებდა – 1 პირი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 43 წლის მამაკაცი 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულმა 19 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტო ერთ-ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა, რადგან მან სქესობრივ კავშირზე უარი თქვა. ამასთან ერთად, უწყება წერს, რომ სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური […]

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი […]

მალე მრავალფეროვანი პროდუქტებით შევუტევთ როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრებს – “მკისა”

ნუშის პლანტაციების მფლობელი აგროკომპანია „მკისა“, რომელიც ბოლნისში ნუშის პლანტაციებს და გადამმუშავებელ საწარმოს ფლობს, ექსპორტისთვის ემზადება. “მალე მრავალფეროვანი პროდუქტებით შევუტევთ როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრებს“, – თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მკისას კომერციულმა დირექტორმა გიორგი გუდაბანძემ. „მკისას“ ბოლნისში 40 ჰა-ზე გაშენებული აქვს ნუშის ბაღი – პირველი მოსავალი შარშან მიიღეს; ბოლნისში აქვთ გადამმუშავებელი საწარმოც. გარდა ამისა, კომპანია წყალტუბოსა […]

ქუთაისის მერიაში უცხოელ პარტნიორებს უმასპინძლეს

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის CDI-ის ვიცე-პრეზიდენტთან კუ ჯიანთან, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროს სპეციალისტთან მარია პია ანკორასთან და რეგიონული განვითარებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, CDI-ს ინოვაციური სისტემები საერთაშორისო ინდუსტრიული პარკის დეველოპერებს სტრატეგიულ დაგეგმვასა და […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 22 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.6 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 3.3 თეთრით. 22 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9214 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი – 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.93 ლარად. აღსანიშნავია, რომ […]

“ამ წუთებშიც კი რუსები ბეტონის კედელს აშენებენ ე.წ ენგურის საზღვარზე, თურმე “დუტი ფრი” უნდა მოაწყონ” – ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი თამარ ბელქანია: #რახდებააფხაზეთში #აფხაზეთი ის, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება იცის ყველამ ვინც იქ და საოკუპაციო ხაზზე ცხოვრობს. რუსული სანომრე ნიშნიანი სატვირთო ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან არა მხოლოდ ენგრუსი ხიდზე, არამედ სამეგრელოშიც. გახედეთ ადგილობრივ ბაზრებს, სადაც უპრობლემოდ იყიდება სწორედ რუსული წარმოების უაქციზო პროდუქცია+სიგარეტი საწვავი სასმელი. მეტიც, ამ წუთებშიც კი რუსი სამხედროები […]

26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე იმუშავებს – კალაძე

26 მარტს თბილისში დაგეგმილი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. კალაძის თქმით, 26 მარტსაც გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რომ რესპუბლიკის მოედანზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩი პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე იხილონ. 26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე […]

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 კაცი შეირჩა

“უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფესტივალს 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით იტალიის ქალაქი პარმა უმასპინძლებს. მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. თითოეულ მათგანს 3-3 თამაშის გამართვა მოუწევს. ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება; 3 აპრილს საფრანგეთს ვეთამაშებით; 7 […]

რუსეთი ქმნის 100 000-კაციან სამხედრო დაჯგუფებას მოსალოდნელი შეტევისთვის – გენერალი ალექსანდრ პავლიუკი

რუსეთის არმია ქმნის 100 000-ჯარისკაციან ახალ ჯგუფს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინაზე ზაფხულის შეტევისთვის, – ამის შესახებ 22 მარტს სატელევიზიო ტელემარათონში განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა ალექსანდრ პავლიუკმა. “სავარაუდოდ, ისინი (რუსეთის არმია – რედ. ) შეავსებენ თავიანთ იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც ბრძოლისუნარიანობას კარგავენ. მაგრამ იმის ალბათობაც არსებობს, რომ ზაფხულის დასაწყისისთვის მათ (რუსეთს) შეიძლება ჰქონდეთ […]