„თეგეტა“, „სქილვილი“ და „ჩართე“ გოგონების ციფრული მომავლის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

„თეგეტა ჰოლდინგი“, ნეო უნივერსიტეტ „სქილვილთან“ და საქველმოქმედო ფონდ „ჩართესთან“ ერთად, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა მათთვის ისეთ ციფრულ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები. „თეგეტა ჰოლდინგი“ საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარ 10 გოგონას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და პროგრამირების 7-თვიან კურსებს დაუფინანსებს. გოგონებს საშუალება ექნებათ, ორ სხვადასხვა მიმართულებას შორის თავად […]

დააკავეს კაცი, რომელიც ქალებს ინტიმური ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა — საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 43 წლის მამაკაცი დააკავა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე. გამოძიების თანახმად, ბრალდებული გ.ქ. ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელ Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფებში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა. განცხადებით დაინტერესებულ პირებს […]

დააკავეს კაცი, რომელიც ქალს ფოტოგრაფად გაეცნო, ფოტოები გადაუღო და აშანტაჟებდა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი კაცი დააკავა. ის დაკავებულია 19 წლის ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის კაცი Facebook-ის ჯგუფებში ყალბი ანგარიშით თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის ქალებს იწვევდა. მოგვიანებით კი მან ფოტოსესიაზე მისულ ქალს სქესობრივი კავშირი მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ფოტოები გაუვრცელა. […]

200–მდე ქალის 5 000–ზე მეტი ინტიმური ფოტო – მუქარა და შანტაჟი – დაკავებულია ერთი პირი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ბრალით, ერთი პირი დააკავა. როგორც საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი სარეკლამო ფოტოსესიისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა, ყალბი სახელი და […]

“თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს” – NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მზადყოფნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ადმირალ რობ ბაუერმა გაიხსენა, თუ როგორ გააფართოვა ალიანსმა თავისი ყოფნა ბალტიის ქვეყნებში 2016 წლიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთი და თქვა: მტერი წყვეტს, როდის და სად დაგესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. მზად ვართ? პასუხია: დიახ! ეს […]

გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია

რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგობის გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ვერ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მძევლების გათავისუფლების ფარგლებში, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუციის თანახმად, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ მცირე ექვსი კვირით იმოქმედებდა, რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის დაცვას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. “საბჭოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთმა […]

ბრიუსელში ფაშინიანისა და მიშელის შეხვედრა გაიმართა

21 მარტს, ბირთვული ენერგეტიკის სამიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, მათ განიხილეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე და ისაუბრეს ბრიუსელში გამართული ევროსაბჭოს სამმხრივი შეხვედრების შედეგად მიღწეული შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე, რომლებიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის […]

სტუმრებს მოვუწოდებთ, ქალებისაგან მიიღონ თანხმობა, რათა ნებისმიერი კომუნიკაცია იყოს სასურველი – კლუბები/ფესტივალები

თბილისში მოქმედმა კლუბებმა და ფესტივალებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბრობენ ურთიერთობებში თანხმობის მნიშვნელობაზე. მათი თქმით, იმისთვის, რომ გასართობი სივრცეები იყოს უსაფრთხო, სტუმრები პატივს უნდა სცემდნენ სხვა ადამიანების პირად სივრცეს და სურვილებს. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს, რომელიც დროს ჩვენ სივრცეებში ატარებს, ესმოდეს ნამდვილი, ინფორმირებული და განგრძობადი თანხმობის მნიშვნელობა, ითვალისწინებდეს სხვა ადამიანების სურვილებს და პატივს სცემდეს მათ […]

„რიზორთ ბლუ დაიმონდი“ ტყიბულში 79 728 კვ.მ ნახევარკუნძულს ფასდაკლებით ყიდის

შპს „რიზორთ ბლუ დაიმონდი“ ტყიბულში ნახევარკუნძულს, წელს უკვე მეორედ, ამჯერად 2.4 მლნ ლარად აუქციონზე ყიდის. კომპანიას 79 728 კვ.მ-ზე მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული აქვს და შეთანხმებული პროექტის დასრულების ვალდებულება 2026 წლის ნოემბრამდეა. „პროექტი დამტკიცებულია. ტყიბულში ახალსოფლის ტბის მიმდებარედ არის ნახევარკუნძული, არის შემოღობილი ე.წ. მწვანე მესერით, დგას ორი საცხოვრებელი კონტეინერი. ქუთაისის აეროპორტიდან არის 30 წუთის გზაზე. […]

დოკუმენტურად დასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გამიზნულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, შემდეგ მათი უცხოეთიდან დაფინანსება და ამ ფინანსების პოლიტიკური მიზნით გამოყენება

დოკუმენტურად დასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გამიზნულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, შემდეგ მათი უცხოეთიდან დაფინანსება და ამ ფინანსების პოლიტიკური მიზნით გამოყენება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დაუშვებელია პარტიის მიერ საზღვარგარეთიდან შემოწირულობის მიღება – პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათ მიერ ეშმაკურად დაგეგმილი სქემის მიხედვით, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით, უცხოეთიდან მაინც […]