ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა გაეროში ვეტო დაადო

22 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას ვეტო რუსეთმა და ჩინეთმა დაადო. რეზოლუცია მოითხოვდა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ასევე, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას. ამასთან, რეზოლუცია გულისხმობდა ზეწოლას ისრაელზე, გაეზარდა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობები და უკეთ დაეცვა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა. ”საბჭოს […]

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას “ომი” პირველად უწოდა

რუსეთი ახლა უკრაინას ეომება დასავლეთის ჩარევის გამო, – ამ განცხადებით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პირველად ახსენა სიტყვა “ომი” უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის თაობაზე. მოსკოვი და რუსეთის ყველა ოფიციალური წარმომადგენელი ომს ორ წელზე მეტია, “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. პესკოვმა ეს განცხადება გამოცემასთან “არგუმენტი ი ფაქტი” ინტერვიუუში გააკეთა. გამოცემა მოსკოვის მუნიციპალურ მთავრობას ეკუთვნის. “ჩვენ ომში ვართ. ნამდვილად, […]

EASA არ გამორიცხავს Boeing-ის ქარხნებში უსაფრთხოების სერთიფიკატის გაუქმებას

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ხელმძღვანელმა ლუკ ტიტგატმა განაცხადა, რომ ევროპულმა მარეგულირებელმა, 737 MAX-თან დაკავრებული ინციდენტებს გამო, შესაძლოა აღარ აღიაროს Boeing-ის ქარხნებში წარმოებული ახალი თვითმფრინავების უსაფრთხოება. კითხვაზე, მზად არის თუ არა EASA შეაჩეროს ამერიკის შეერთებულ შტატებში Boeing თვითმფრინავების წარმოების უსაფრთხოდ აღიარება, ტიტგატმ უპასუხა: ”თუ საჭიროა, მაშინ დიახ.” ”ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება როგორც კი ისეთი სიტუაციის […]

„მცენარის დათესვა და მოსავლის აღება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოხდება“- FarmLabs

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია FarmLabs-ს (ყოფილი „ჯი ეს ეი ტექნოლოგიები“) თანადამფუძნებელი ონისე ზივზივაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ „ჭკვიანი აეროპონიკის“ განვითარების პროცესი, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ნელი ტემპით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, „ჭკვიანი აეროპონიკის“ საშუალებით პატარა მონაკვეთზე შესაძლებელია დიდი რაოდენობით პროდუქტის მოყვანა, მაგალითად, წლის განმავლობაში 2–3 ტონამდე კარტოფილის მოსავლის მიღება, მხოლოდ […]

ფეხბურთის მატჩის გამო, 26 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00-მდე იმუშავებს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 26 მარტს თბილისში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 02:00 საათამდე იმუშავებს. კალაძის თქმით, რესპუბლიკის მოედანზე 26 მარტსაც დამონტაჟდება ეკრანი და გულშემატკივრებს შეეძლებათ, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩს უყურონ. “ამჯერადაც, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ისევ გავაკეთებთ სპეციალურ სივრცეს ქომაგებისთვის. ღია ცის ქვეშ იქნება დიდი ეკრანი. საღამოს, […]

რატომ არ იხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საკონსულოს გარეთ | ინტერპელაცია

ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვები საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გაზრდის და საკონსულოების დამატების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის მოსმენას უკავშირდებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს აწვდის სტატისტიკას და ცენტრალური […]

რუსი სენატორის თქმით, ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის „ხელოვნური“ დაჩქარება საჭირო არაა

„Tass-ის“ ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთთან [დე ფაქტო] ინტეგრაციის პროცესი, „რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე, ხელოვნურად არ უნდა იყოს შებრუნებული ამა თუ იმ მიმართულებით.“ მისი თქმით, „ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ შორის არსებული ურთიერთობების ფორმატი, მათი ინტერესებისთვის დამაკმაყოფილებელია. „არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი [სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ინტეგრაციის] ხელოვნურად საჭიროებს მიმართვას ამა თუ იმ […]

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – ალიანსი მზად არის რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით, ალიანსის ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის. „მტერი წყვეტს, როდის და სად თავს დაგესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. მზად ვართ? პასუხია: დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს“, […]

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს […]

ილია დარჩიაშვილი – ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოვისმინეთ, თითქოს გარკვეულ პირებს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და საკონსულო აღრიცხვაზე აყვანაზე – ეს არის სრული ტყუილი

ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოვისმინეთ, თითქოს გარკვეულ პირებს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და საკონსულო აღრიცხვაზე აყვანაზე. ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ეს ინფორმაცია არანაირ ფაქტს არ ეფუძნება, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში მოსმენისას განაცხადა, სადაც მან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხებზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ […]