თეთრი სახლი: მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინელების მონაწილეობაზე არაფერი მიანიშნებს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა ან უკრაინელები იდგნენ. “ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სროლაში უკრაინა ან უკრაინელები იყვნენ ჩართულნი”. – უთხრა თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ რეპორტიორებს. მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ტელეგრამ-არხი […]
“ჩვენი და მთავრობის შეფასებები ემთხვევა” – BAG არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის აღმზრდელობითი დაწესებულებების შექმნის ინიციატივაზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ინვესტორთა საბჭოს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, არასრულწლოვანთა დანაშაულებები და მათი პრევენცია იყო. როგორც BM.GE-სთან საუბრისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, წლების განმავლობაში ეს საკითხი გამოწვევად რჩევა, მისი პრევენციის კუთხით კი ხელისუფლებისა და ბიზნესის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. „არასრულწლოვანთა დანაშაულებებზე სამართალდამცავი უწყებები სათანადო რეაგირებას ვერ ახდენენ. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი და […]
“პროცესი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს”- ჯანდაცვის ასოციაცია კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციაზე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებმა 2025 წლამდე საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა უნდა მოასწრონ. პროცესი კლინიკებმა უკვე დაიწყეს და ხარისხის ახალ სტანდარტზე მოსარგებად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმეს. ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი ამბობს, რომ პროცესებში დღეს მთავარი გამოწვევა ფინანსური რესურსის ნაკლებობაა. მისი თქმით, აკრედიტაციის პროცესი მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს, ხოლო იმ […]
თაკო ჩარკვიანი – ყაველაშვილს ეტყობა, რომ განათლება და წიგნიერება არ სჭირდება ღალატს – უკვე შეუძლებელია ამ ბიჭისგან ქუჩური სიტყვების მოსმენა

პარლამენტში ძალიან მძიმე ვითარება იყო – უკვე შეუძლებელია ამ ბიჭისგან [მიხეილ ყაველაშვილი] ამის მოსმენა, ქუჩური სიტყვებით მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რითაც პარლამენტის სხდომაზე დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა. როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მისთვის […]
მედია – მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზში სროლისა და ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა

მოსკოვის ცენტრში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული “ტელეგრამ არხი” “112” ავრცელებს. ოფიციალური წყაროებიდან დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხი ჯერ არ გაჟღერებულა. წინასწარი ინფორმაციით, ხუთამდე სპეციალურ ფორმებში გამოწყობილმა შეიარაღებულმა ადამიანმა მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც ყუმბარა ან […]
გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს.
მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, რასაც ხანძარი მოჰყვა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. მედიის ინფორმაციით, ხუთამდე პირმა საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 50 ეკიპაჟია გაგზავნილი. “კროკუს სითი ჰოლის” პარტერში სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები შევარდნენ, მინიმუმ სამი, ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან. ნამდვილად არიან დაჭრილები… […]
VIDEO: თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ეთერ ლიპარტელიანს ხელი სთხოვეს – ვინ არის მისი რჩეული

ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანს თბილისის გრანდ სლემის ფინალის დასრულებისთანავე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ უამრავი მაყურებლის წინ ხელი სთხოვა.
რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ეს უნდა შეწყდეს – ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმა. “რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე. ღამით, დრონებითა და რაკეტებით დაბომბა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი. ეს საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს უნდა შეწყდეს. ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში”, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
როგორც კი კონკრეტულად დასვამ შეკითხვას, ანტიამერიკული, ანტიდასავლური კამპანიაა – მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებზე
როგორც კი კონკრეტულად დასვამ შეკითხვას, ანტიამერიკული, ანტიდასავლური კამპანიაა – მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებზე გამოდის, რომ ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ დავმალავთ ფინანსებს, ჩვენ და ენჯეო სექტორის რიგი წარმომადგენლები დავფინანსდებით უცხოეთიდან და ამ მავნებლობებს ჩავიდენთ: ანტიჩინურს – საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობას დარტყმას მივაყენებთ; ლგბტ პროპაგანდის მხარეს დავიჭერთ და სხვადასხვა სასტუმროში ჩავატარებთ შესაბამის ტრენინგებს, წინასწარ დავგეგმავთ როგორ გავაპროტესტოთ კანონი, რომელიც […]