„ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა „კროკუს სიტი ჰოლში“ გადაღებული ვიდეო

როგორც BBC იუწყება, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ამაკმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედიან ტერორისტები საკონცერტო ცენტრის შენობაში, როგორ ხსნიან ცეცხლს და როგორ კლავენ ცივი იარაღით ძირს დაცემულ ერთ-ერთ ადამიანს. „კადრებში ჩანს ოთხი თავდამსხმელი. ჩანაწერის ავთენტურობაზე შეიძლება იმით ვიმსჯელოთ, რომ მათი ტანსაცმელი დაახლოებით ისევე გამოიყურება, როგორც თავდასხმის თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოებში. […]
გვარდიოლას გრილიშის შემცვლელად კვარაცხელიას დამატება სურს

“მანჩესტერ სიტი” ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას Team Talk-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ალბათობით, “ქალაქელების” რიგებს ჯეკ გრილიში დატოვებს. ინგლისის ნაკრების შემტევი “სიტიში” მიღებული მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს უკვე აცნობა. გამოცემა ირწმუნება, რომ “კვარას” შეძენით პირადად პეპ გვარდიოლა ინტერესდება. “სიტიმ” საკუთარი სკაუტები იტალიაში გაგზავნა, რათა […]
ლაპორტა: ლობოტკას ტრანსფერზე ვმუშაობთ

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ “ნაპოლის” ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას შესახებ ისაუბრა. ლაპორტას თქმით, “ბლაუგრანა” სლოვაკის შეძენით მართლაც ინტერესდება და კატალონიური კლუბის დირექტორი დეკუ მის ტრანსფერზე მუშაობს. “ზაფხულში ერთ-ორ მნიშვნელოვან ტრანსფერს განვახორციელებთ. ლობოტკა? მასზე დეკუს უკვე ვესაუბრე, სლოვაკის ყიდვა შეგვიძლია, თუმცა კლუბისა და ფეხბურთელის მოთხოვნები მოლაპარაკებებში მთავარი ფაქტორი იქნება”, – განაცხადა ლაპორტამ. შეგახსენებთ, ლობოტკა “ნაპოლიმ” 2020 წელს, […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 43 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდალზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინას Kh-101/Kh-555 ტიპის 29 ფრთოსანი რაკეტით და Shahed-ის ტიპის 28 დრონით შეუტიეს. „განადგურდა 43 საჰაერო სამიზნე: X-101/X-555 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-136/131 ტიპის 25 დრონი დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, […]
24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღეს ზეიმობს

24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღეს ზეიმობს. „გვიახლოვდება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისათვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღები, – ავტოკეფალიის აღდგენისა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების დღე. 1917 წლის 25 მარტს, ღვთის შეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით, ას წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის […]
სამოქალაქო ორგანიზაციები – “კლანი“ კვლავ შეეცდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს

„კლანი“ კვლავ შეეცდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს, – ამის შესახებ “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლთაც საია ეხმაურება მოსამართლეთა XXXII კონფერენციას. განცხადებაში ორგანიზაციები გამოთქვამენ იმედს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა გაუმკლავდება პოლიტიკურ, პროფესიულ თუ პირად თავდასხმებს და კონფერენციაზე გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ინტერესების და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი მიმართვის […]
კათოლიკური, სომეხთა და ლუთერული ეკლესიები ბზობას აღნიშნავენ

დღეს საქართველოს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ბზობას დღესასწაულობენ. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას განასახიერებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ებრაელთა თემი ფურიმს დღესასწაულობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქართველ ებრაელებს ფურიმის დღესასწაულს ულოცავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 24-25 მარტს ებრაელთა თემი ფურიმს დღესასწაულობს. „ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნეში, სპარსელთა მეფე არტაქსერქსეს კარისკაცი ამან ამალეკელი, გააღიზიანა ებრაელი მორდეხაის საქციელმა, რომელმაც მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა და მეფე დაარწმუნა, ებრაელთა სრულად განადგურების ბრძანება გაეცა. ებრაელები მორდეხაისა და დედოფალ ესთერის სიბრძნემ […]
„ჯორჯიან მაინინგ პროდაქთს“ მოპოვებითი საქმიანობის დაწყებას ერთ თვეში გეგმავს

კომპანია „ჯორჯიან მაინინგ პროდაქთს“, რომელმაც წიაღის სფეროში ერთი წლის წინ დაიწყო ოპერირება, მოპოვებითი საქმიანობის დაწყებას ერთ თვეში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა მაია ზავრაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. მისი თქმით, „ჯორჯიან მაინინგ პროდაქთსის“ (GMP) მთავარი მიმართულება, საწყის ეტაპზე სამშენებლო სფეროში გამოსაყენებელი ინერტული მასალების (ქვიშა, ღორღი და ა.შ) მოპოვება იქნება, შემდგომში კი დამფუძნებლები პროდუქტების გამრავალფეროვნებას გეგმავენ. „დაახლოებით […]
კლანი კვლავ შეეცდება გავლენების გაძლიერებას — კოალიცია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის მიიჩევს, რომ ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში დღეს, 24 მარტს, კვლავ შეეცდება თავისი გავლენების გაძლიერებას. ამის შესახებ ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, რომელიც ეხება მოსამართლეთა XXXII კონფერენციას. ღონისძიება სწორედ დღეს იმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მდივნის არჩევაზე, ასევე „სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“ იმსჯელებენ. „მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება მართლმსაჯულების სისტემური […]