დიმიტრი გვრიტიშვილი – მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ ე.წ. ვეტინგი მიუღებელია – “კაპიტანი გიგაურის კვლევის გარდა” არ არსებობს დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ სასამართლოს სისტემა საჭიროებდეს ექსტრაორდინარულ პროცედურას

მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე 268 მოსამართლემ მხარი დაუჭირა 2024 წლის 11 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ე.წ ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით, რომ პროცედურა საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთა. გვრიტიშვილის თქმით, მათი პოზიცია ეფუძნება იმას, რომ სათანადო წინაპირობები ე.წ. ვეტინგისთვის არ არსებობს საქართველოში, “განსხვავებით მაგალითად, უკრაინის, ალბანეთისა და მოლდოვისგან”. […]

ირაკლი ღარიბაშვილი – მატყუარა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საიდუმლოდ შევხვდი ზურაბ აზარაშვილს, მე დასამალი არაფერი მაქვს – ასევე, ყოფილი მინისტრი, ჭიკაიძე „კახური კლანის“ წარმომადგენლად შერაცხეთ, რატომ გშურთ ადამიანების?

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საიდუმლოდ შეხვდა ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს. მისივე თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმატორი კახა ოქრიაშვილი იყო. „მატყუარა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე თითქოს საიდუმლოდ შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგას და მინისტრს, ჩემს მეგობარს ზურაბ აზარაშვილს. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ქართველი ხალხის მძარცველი კახა ოქრიაშვილი იყო იმ ადგილზე. […]

საქართველო-საბრძნეთის მატჩის საჯარო ჩვენება რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 26 მარტს, 21:00 საათზე, საჯაროდ გაიმართება საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის ჩვენება. სწორედ ამ მატჩით გადაწყდება, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად, მოხვდება თუ არა ევროპის ჩემპიონატზე. თამაში დინამო არენაზე იმართება და ყველა ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან გუშინ მალევე დამთავრდა, რასაც ათიათასობით ადამიანის უკმაყოფილება მოჰყვა. TKT.ge-ს ცნობით, ბილეთების ყიდვას 23 მარტს 500 ათასამდე ადამიანი ცდილობდა, იმაზე […]

ირაკლი ღარიბაშვილი „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირების ჩავარდნაზე – ესეც მორიგი საბოტაჟია – ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ქვეყნის ინტერესების გატარებით

ესეც მორიგი საბოტაჟია – ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის ჩავარდნასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია პირდაპირ მტრობდა ქვეყანას. „ესეც მორიგი საბოტაჟია. ოპოზიცია გახსოვთ ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის დროს, შემდეგ სტატუსის მინიჭების […]

თელავში მოქმედი პოლიციელის სახლი გაქურდეს

თელავში ქურდობის სერია გრძელდება – დაუდგენელი პირები ალაზნის გამზირზე დაკეტილ სახლებს ტეხენ და ფული და ძვირფასეულობა მიაქვთ. ერთ-ერთი ბოლო ქურდობა იმ ბინაში მოხდა, სადაც მოქმედი პოლიციელი ცხოვრობს. მოსახლეობამ სადარბაზოებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება დაიწყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ადგილზე ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვეა დამნაშავეების იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლო. “ბოლო პერიოდში […]

4 მედლის შანსი – თბილისის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

თბილისის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 14 სპორტსმენით წარსდგა, მათგან კი ფინალურ ბლოკში ოთხ ძიუდოისტს ვიხილავთ. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გურამ თუშიშვილს ვიხილავთ, გურამმა მეოთხედფინალში სლოვაკი ფიზელი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ყაზახ ყაზიბაიევს სძლია, ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის საბა ინანეიშვილი იბრძოლებს, მან ყაზახ კრიკბაისა და გერმანელ კონეს აჯობა, თუმცა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან […]

“მათთვის მზად არ ვიყავით” – დეშამმა გერმანიასთან მარცხის შემდეგ ისაუბრა

გუშინ, 23 მარტს, ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის ნაკრები გერმანიასთან 0:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ასეთი მატჩისთვის მზად არ ვიყავით. ხარისხი, აგრესია და კონცენტრაცია დაგვაკლდა, მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა, ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ”, – განაცხადა დეშამმა.

არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში, გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო

არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში, გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო დღეს, ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია ყოველგვარი უცხოური ჩარევისგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო და ამას შემთხვევით არ ვამბობ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი […]

„უნდა დავიწყოთ დეგრადირებული ტყეების აღდგენა – მხოლოდ კანონის გამკაცრება პრობლემას ვერ გადაჭრის“

„მარტო კანონის გამკაცრება ტყის უკანონო ჭრას არ უშველის“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“„საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით. საქართველოში ტყის 36% არის დეგრადირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ტყეები თავის ფუნქციას (სტიქიის შემაკავებელი) ვერ ასრულებენ. აქედან გამომდინარე ჩხობაძე ამბობს, რომ მხოლოდ კანონის გამკაცრება არსებულ პრობლემას ვერ აღმოფხვრის. […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ვინ იყო კრემლთან დაახლოებული? – დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები – 4 წელი ისე მუშაობდა, საერთოდ კითხვა არ დასმულა, ახლა არ ვიცი, საერთოდ რატომ აწიეთ ეს თემა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები ჩამოიტანა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი, დავით ხიდაშელი 4 წელი მუშაობდა უწყებაში და მასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დასმულა. „ვინ იყო კრემლთან დაახლოებული? რატომ არის ეს თემა ასე აქტუალური? დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, […]