თელავში მოქმედი პოლიციელის სახლი გაქურდეს

თელავში ქურდობის სერია გრძელდება – დაუდგენელი პირები ალაზნის გამზირზე დაკეტილ სახლებს ტეხენ და ფული და ძვირფასეულობა მიაქვთ. ერთ-ერთი ბოლო ქურდობა იმ ბინაში მოხდა, სადაც მოქმედი პოლიციელი ცხოვრობს. მოსახლეობამ სადარბაზოებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება დაიწყო.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ადგილზე ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვეა დამნაშავეების იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლო.
“ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაუარესდა კრიმინოგენური სიტუაცია თელავში. განსაკუთრებით, ალაზნის გამზირზე, სადაც მე ვცხოვრობ გატეხეს რამდენიმე ბინა ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში და ხშირად მოსახლეობა არც კი მიმართავს პოლიციას. იმიტომ, რომ არ აქვს იმედი, რომ სამართალს იპოვის,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ