ვაშლიჯვარში წყლის მილი გასკდა – რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე (ვიდეო)

ვაშლიჯვარში წყლის მილი გასკდა – რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე (ვიდეო) ვაშლიჯვარში სავარაუდოდ, წყლის მილი დაზიანდა. ვიდეოში, რომელსაც ფეისბუქის გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს, საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს, წყლის დიდი შადრევანი მოჩანს. თბილისი – ვაშლიჯვარი ამ წუთებში – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

საფეხბურთო მატჩის გამო თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება – დეტალები

საფეხბურთო მატჩის გამო თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება – დეტალები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 12:00 საათამდე იმოქმედებს. დროის […]

ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა ლუიზიანის პრაიმერიზში გაიმარჯვეს

ამერიკის ლუიზიანის შტატში გაიმართა პრაიმერიზი – კენჭისყრა, რომლის შედეგადაც პოლიტიკური პარტიები წყვეტენ, ვინ იქნება მათი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, როგორც მოსალოდნელი იყო, გახდა მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რესპუბლიკელებისა კი – დონალდ ტრამპი, რომელიც 2017-2021 წლებში იყო პრეზიდენტი. ლუიზიანაში პრაიმერიზის შედეგი პროგნოზირებადი იყო, აღნიშნავს Associated Press-ი. ბაიდენიც და ტრამპიც თავ-თავიანთი პარტიების ერთადერთი კანდიდატები დარჩნენ, […]

უკრაინის შეიარაღებული ძალები – ყირიმში ოკუპანტების სადესანტო ხომალდებს -„იამალსა“ და „აზოვს“ დავარტყით

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ყირიმში, ოკუპირებულ სევასტოპოლში ოკუპანტების დიდ სადესანტო გემებს, “იამალსა“ და „აზოვ“, კავშირგაბმულობის ცენტრს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი იუწყება. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდებს „იამალსა“ და „აზოვს“, კავშირგაბმულობის ცენტრს, ასევე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს […]

მამუკა მდინარაძე „ენჯეოებს“ – არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს რუსული, საზოგადოების რაღაც ნაწილმა დაგიჯერათ კიდეც – თავად გამოდით და დადეთ: რაში იხარჯება ფული?

ჩვენ გვაინტერესებს ფინანსების გამჭვირვალობა, არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს რუსული, რაღაც ნაწილმა საზოგადოებისა დაგიჯერათ კიდეც, თავად თქვენ გამოდით და დადეთ – რაში იხარჯება ეს ფული?, – ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმართა. მისივე შეფასებით, „უამრავი სფეროა ქვეყანაში, რომელსაც „ენჯეო“ სფერო აფინანსებს და ეს კარგ საქმეს ხმარდება, მაგრამ უფრო […]

ირაკლი ღარიბაშვილი – „ენჯეოებს“ უნდა მოეხსნას ტაბუ, ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული არ უნდა იყოს – ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს, ეს ტრაგედიაა

კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ეს „ენჯეოები“ პირდაპირ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს – უნდა მოეხსნას ტაბუ ამ „ენჯეოებს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი დაფარული და დამალული ორგანიზაცია. „რაც შეეხება „ენჯეოების“ მუშაობას და მათ ბუნებას. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ მათი აბსოლუტური […]

მამუკა მდინარაძე „ვეტინგზე“ – ეს თემა ჩვენთვის არის ჩახურული, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში, ქართველების მიერ – ჩვენ ვართ ძალიან თამამები ჩვენ გადაწყვეტილებებში

ეს თემა ჩვენთვის არის ჩახურული. თუ ვინმე მოიტანს რაიმე სახის არგუმენტს, რაიმე სახის მტკიცებულებას, რომ დამატებითი შემოწმება სჭირდებათ ქართველ მოსამართლეებს, მაშინ შეიძლება ჩვენ ამ თემას დავუბრუნდეთ, მაგრამ ეს თემა არის დახურული და ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოში ქართული შტოების შესახებ, არა მხოლოდ ხელისუფლების შტოების, ზოგადად საქართველოს შესახებ, გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში, ქართველების […]

გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს, ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია ყოველგვარი უცხოური ჩარევისგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო და ამას შემთხვევით არ ვამბობ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში ვინმეს ჩარევას. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, კანონის უზენაესობით […]

უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა – ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ. როგორც […]

ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 12:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ […]