შეუძლებელია, ევროპისგან დაყენებული იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა, ამას არავინ იკადრებს

შეუძლებელია, ევროპისგან დაყენებული იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა, ამას არავინ იკადრებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც ვეტინგის თემას ეხებოდა. მისი თქმით, ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ. „თანამედროვე ცივილიზებული სამყარო იბრძვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებისთვის. ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის […]
„გაჭირვებულ ადამიანს რომ ეუბნები, მე პროგრესი მაქვს, ბუნებრივია, გაღიზიანდება… მეც რომ ასე ვიყო, ნერვები მომეშლებოდა“ – მამუკა მდინარაძე

მართლა ყველა სფეროში პროგრესია – არ არსებობს მიმართულება, არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სადაც სასამართლოში დრამატულად არ არის გაუმჯობესებული სიტუაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დემოკრატიის კვლევის ცენტრის კვლევის შედეგებზე საუბრისას განუცხადა. დემოკრატიის კვლევის ცენტრის კვლევის შედეგებით, კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემით საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს […]
„დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს“ – რას წერს შალვა პაპუაშვილი

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს: „საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია – ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის […]
მოსკოვში ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა – ექსკლუზიური ინტერვიუ მოკლულის დასთან

რუსეთში მოწყობილ ტერაქტს ერთი ქართველი ემსხვერპლა. ტერორისტების მიერ სასტიკად მოკლული ქალის და “პირველებს” პირველ ინტერვიუს აძლევს. ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ საბედისწერო დღეს მისი და საკონცერტო დარბაზში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. აისისის მებრძოლებმა წყვილი დერეფანში ჩაცხრილეს. ირინა და რომან სოკოლოვები დაბადების დღეს აღნიშვნდნენ. ქალს ათობით ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი და ფილტვები აქვს დახვრეტილი, მამაკაცს კი ერთი […]
საკრებულოში მაჟორიტარების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი უქმდება – “ოცნება” საარჩევნო კოდექსს ცვლის

მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსს ცვლის – ცვლილებების თანახმად, უქმდება საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევი 40-პროცენტიანი ბარიერი. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. 149-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში […]
„Tana by ბომონდი“ – ახალი ნიშური გამოცემა, რომელიც მოდისა და კულტურის სფეროში ყველაზე აქტუალურ თემებს გააერთიანებს, მიმდინარე წლის აპრილში გამოვა

2024 წლის აპრილში მკითხველს „ბომონდის“ გუნდისგან სიახლე ელოდება – ჟურნალი განახლებული კონცეფციით ბრუნდება და აქტუალურ და საინტერესო თემებს გააერთიანებს. ახალი ნიშური გამოცემის სახელიც განსხვავებული და მისი კონცეფციის შესაბამისი იქნება – „Tana by ბომონდი“. ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონის თანახმად, „თანა“ ნიშნავს მრჩეველს და ჟურნალიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება მოდის, კულტურის, თავის მოვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მოგზაურობის […]
„მინდა ვიცოცხლო“ – ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ

„მინდა ვიცოცხლო“ – ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსღან შეიკრიბნენ, სადაც ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მიმართული მოთხოვნები კიდევ ერთხელ საჯაროდ გააჟღერეს. ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუწოდებენ, რომ ონკოპაციენტებს შეხვდეს. ონკოპაციენტების განმარტებით, ძირითადი ცვლილებების გატარების მოთხოვნა კვლავ ძალაშია. კერძოდ, ისინი მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და […]
სოფო ჯაფარიძე – პრეზიდენტ სააკაშვილის უკან მისი მხარდამჭერების არმია დგას, რომლებიც მის რუსეთის ტყვეობაში ყოფნას არ შეეგუებიან

პრეზიდენტ სააკაშვილის უკან მისი მხარდამჭერების არმია დგას, რომლებიც მის რუსეთის ტყვეობაში ყოფნას არ შეეგუებიან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლება. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თავისი მნიშვნელობით აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. დღეს მიხეილ […]
იგოეთთან ერთმანეთს სამი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაგისტრალის იგოეთი-ნატახტრის მონაკვეთზე ერთმანეთს სამი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. მომხდარი ავარიის გამო, ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია.
აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი – რუს კოლეგებს ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზატორი გადავეცით, რომელიც ტაჯიკეთის მოქალაქეა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ რუს კოლეგებს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ტაჯიკეთის მოქალაქე გადასცა. „ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იდენტიფიცირებული იქნა ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზატორი ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციაში კოლეგებს გადავეცით. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით“, – ციტირებს მედია კიუტს. ამასთან, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. […]