“16 წელი ცოლი მატყუებდა, რომ ტყუპები ჩემი შვილები იყვნენ; საძინებლის კარს მიკეტავდა, რათა სექსი არ გვქონოდა” – ნჯიტაპმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განქორწინება მოითხოვა

“16 წელი ცოლი მატყუებდა, რომ ტყუპები ჩემი შვილები იყვნენ; საძინებლის კარს მიკეტავდა, რათა სექსი არ გვქონოდა” – ნჯიტაპმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განქორწინება მოითხოვა ცნობილმა კამერუნელმა ფეხბურთელმა ჯერემი ნჯიტაპმა სკანდალური განცხადება გააკეთა და ის მეუღლესთან განქორწინებას ითხოვს. ირკვევა, რომ 2008 წელს დაბადებული ტყუპები მას აქამდე თავისი შვილები ეგონა, თუმცა დნმ-ის ტესტის შემდეგ გაირკვა, ისინი მისი […]

აზერბაიჯანში დააკავეს რუსეთში მცხოვრები პირი, რომელიც ბაქოს ცნობით, ტერაქტს გეგმავდა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დააკავა პირი, რომელიც გეგმავდა „ტერორისტულ აქტს” და ასევე „შეთქმულებას” უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 25 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე, რუსეთის ქალაქ მურმანსკში მცხოვრები ბაჰრუზ ასკეროვი, რომელიც სხვა პირებთან კონტაქტებით „ამზადებდა ადამიანების სიკვდილის და სხვა საზოგადოებრივად საშიში შედეგების გამომწვევ ტერორისტულ აქტს“. აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, […]

ფილიპინებმა სპრატლის კუნძულებთან ჩინეთის აგრესიული ქმედებების გამო წარმომადგენელი დაიბარა

ფილიპინებში 25 მარტს განაცხადეს, რომ მათ სანაპიროსთან ჩინეთის სანაპირო დაცვის “აგრესიული ქმედებების” გამო ჩინეთის წარმომადგენელი დაიბარეს. შაბათს სპრატლის ერთ-ერთი მარჯნის კუნძულთან “Second Thomas Shoal” ფილიპინები ხომალდ BRP Sierra Madre-ზე განლაგებული ჯარისკაცების მომარაგების მისიას ასრულებდა, რა დროსაც ჩინეთის სანაპირო დაცვასთან ინციდენტი მოხდა. ფილიპინების თქმით, ჩინეთის სანაპირომ დაცვამ მათ ხომალდს გზა გადაუკეტა და წყლის ჭავლის დანადგარებით გემი […]

საცალო გაყიდვების, ჰორეკა და სამშენებლო სექტორში 48-საათიანი სამუშაო კვირა უნდა დაბრუნდეს – სოსო ფხაკაძე

საცალო გაყიდვების, ჰორეკა და სამშენებლო სექტორში, თუნდაც რამდენიმე წლით 48-საათიანი სამუშაო კვირა უნდა დაბრუნდეს, – ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა განუცხადა. სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, როცა ქვეყნის ეკონომიკა ახლა ვითარდება, ეს გადაწყვეტილება ბიზნესის დასახმარებლად მთავრობამ უნდა მიიღოს, რაც ბიზნესმენის მოლოდინით ხელისუფლების მხრიდან მიიღება. “ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიზნესი ასახელებს ორ მთავარ პრობლემას, […]

“კარგად მოხერხდა რუსული პროდუქტის ევროპულით ჩანაცვლება” – გაძვირდება თუ არა საწვავი?

რუსეთის მიერ, ბენზინის ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, წლის ბოლომდე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასები სტაბილური იქნება – ამის შესახებ BMG-სთან ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და “ვისოლის” თანადამფუძნებელმა განაცხადა. სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ უპრობლემოდ მოხერხდა რუსული პროდუქციის ევროპულით ჩანაცვლება. “რამდენიმე ხნის წინ, რუსეთმა ისევ შეწყვიტა ბენზინის იმპორტი. ეს საკითხი კონფერენციაზეც განვიხილეთ. წლის ბოლომდე ველით, რომ სტაბილური იქნება საწვავის ფასი. […]

გადასახადების დეფინიცირებაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია – შოთა ბურჯანაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია, მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles – ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის ბრენდის ახალ სასტუმროს- ibis Styles Old Tbilisi Hotel აშენებს. სასტუმრო ძველ თბილისში, კოტე აფხაზის N39 -ში განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსი კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი 3,347 კვ.მ-ზე […]

წვიმა, თოვლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო […]

შალვა პაპუაშვილი – დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს – ეს უცნაური წესი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს უცნაური წესი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, […]

იაგო ხვიჩია – „ქართული ოცნების“ სიტუაცია მაგონებს მდგომარეობას, როდესაც „პრობლემა შიგ გაქვს და გარეთ ეძებ“ – ჯერ საკუთარი „ენჯეოებიდან“ დავიწყებდი ძებნას

„ქართული ოცნების“ ეს სიტუაცია მაგონებს იმ მდგომარეობას, როდესაც „პრობლემა შიგ გაქვს და გარეთ ეძებ” – ჯერ საკუთარი „ენჯეოებიდან“ დავიწყებდი ძებნას, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაფინანსების წყაროები უნდა გაასაჯაროონ. მისი თქმით, მმართველ პარტიას ყველაზე მეტი “ენჯეო” ჰყავს. “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტი “ენჯეო” […]