ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან ონკოპაციენტების მორიგი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს და ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრას ითხოვენ. “ჩვენ 12 მარტს გვქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან, მან გვთხოვა 10 დღე პრობლემებში გასარკვევად, თუმცა, 20 მარტს Facebook-ის საშუალებით გავიგე, რომ თურმე შეკრებილან ონკოპაციენტების პრობლემების განსახილველად. ჩვენ მიწვეულები არ ვიყავით, ვერც გავიგეთ რა მოხდა ამ […]
“ახლა მოთამაშეებს სტილისტთან ფოტოს გადაღება აინტერესებთ” – რიკელმემ ახალგაზრდა ფეხბურთელები გააკრიტიკა

ვეტერანმა არგენტინელმა ნახევარმცველმა და ახლა “ბოკა ხუნიორსის” პრეზიდენტმა ხუან რომან რიკელმემ ახალგაზრდა ფეხბურთელები გააკრიტიკა. “ჩვენ გვიყვარდა ფეხბურთი – არ გვაინტერესებდა ცეკვა მატჩების შემდეგ ან მსგავსი რამ. ახლა მოთამაშეებს უფრო მეტად ადარდებთ პარიკმახერთან ფოტოს გადაღება. მეზიზღება მსგავსი რაღაცები და ცოტას ვნერვიულობ, რადგან ვერაფერს ვაკეთებ”, – ციტირებს რიკელმეს Football talk.
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში კლინიკა „ევექსში” გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი – ბათუმის შემოვლით გზაზე მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
თბილისის სავაჭრო ცენტრებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება აქტიურად მიმდინარეობს

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო პროცესში სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიან კამპანიას. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები თბილისის სავაჭრო ცენტრებში მისულ მოქალაქეებს იმ ელექტრონულ ტექნოლოგიებს აცნობენ, რომელსაც ადმინისტრაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენებს. დაინტერესებული მოქალაქეები ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მნიშვნელოვანი საარჩევნო სიახლეების, ბიულეტენის შევსების წესის, ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობის შესახებ […]
სოზარ სუბარი ლგბტ თემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე – საკონსტიტუციო სტატუსი გვჭირდება, რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს, თორემ სხვა კანონების დონეზე ეს ცვლილებები ქმედითი იქნება

საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც, ეს ცვლილებები ქმედითი იქნება, საკონსტიტუციო სტატუსი კი გვჭირდება იმისთვის, რომ განისაზღვროს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას ასეთივე რიტორიკა ჰქონდა, როდესაც საქართველოს […]
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, სტუმარ – მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიური რეჟიმით განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის ბრენდის ახალ სასტუმროს- ibis Styles Old Tbilisi Hotel აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო ძველ თბილისში, კოტე აფხაზის N39-ში განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარია, „საქართველოს ბანკის“ ფინანსური […]
EU-სგან 1 მილიონი ევროს დაფინანსება ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის

ევროკავშირისგან 1 მილიონი ევროს დაფინანსებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქალთა გაძლიერების პროექტს იწყებს. პროექტის „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ ფარგლებში სამ ნაკადად 1100 ბენეფიციარი გადამზადდება. მასში 320 მენტორი ჩაერთვება. მენტორობის სესიები ხუთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მოდულში გაიმართება. ესენია: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. ევროკავშირის მხარდაჭერილი და დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალების გაძლიერება […]
ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრებები აზერბაიჯანში: ახალი სერია, ძველი სცენარი

აზერბაიჯანში გრძელდება პროცესი, რომელსაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები დამოუკიდებელი მედიის რეპრესიას, პრო-სამთავრობო აზერბაიჯანული მედია – დასავლური აგენტების, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები – კონტრაბანდისტების დაჭერას უწოდებენ. რამდენიმე თვის წინ გამოცემა AbzasMedia-ს თითქმის ყველა თანამშრომელი კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. მარტში, იგივე ბრალდებით, ონლაინ ტელევიზიის Toplum Tv-ის რამდენიმე თანამშრომელი და მასთან დაკავშირებული ორი ორგანიზაციიდან დააკავეს. აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაკავების […]
სახელისუფლებო პარტია ინიციირებას ახდენს იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლის თანახმადაც საქართველოში დაუშვებელი და აკრძალული იქნება სქესის შეცვლა

ბატონებო და ქალბატონებო!! სახელისუფლებო პარტია ინიცირებას ახდენს იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლის თანახმადაც საქართველოში დაუშვებელი და აკრძალული იქნება სქესის შეცვლა! რაც შემდეგ გახდება საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველი! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონის ძალით დაფიქსირდება, რომ საქართველოში ამ ქმედებას ადგილი […]
დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს – კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს უცნაური წესი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, […]