პოლონელმა ფერმერებმა რუსეთის საზღვართან ბლოკადის დასრულება გადაწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო რუსეთის საზღვართან ბლოკადის დასრულება გადაწყვიტეს. ფერმერებმა საპროტესტო ქმედებები რუსეთის ფედერაციის საზღვართან, პოლონურ სოფელ გჟეხოტკში 20 მარტს დაიწყეს. კერძოდ, ჩაკეტეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი და საათში მხოლოდ ერთ ავტომობილს ატარებდნენ. ვარმინო-მაზურის სავოევოდოს აგროკულტურული საბჭოს წევრი, ეჟი სალიტრა გაკვირვებული დარჩა, როდესაც ნახა თუ რა რაოდენობის პროდუქტი შედის რუსეთიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე. “ევროკავშირს რუსეთიდან […]

ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს – ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, ლარის მოკლევადიან რყევებს მნიშვნელოვანი ყურადღება არ უნდა მიენიჭოს, რადგან მცირე სავალუტო ბაზარზე, კურსის რყევა ზოგადად შეიძლება ერთი მსხვილი ტრანზაქციითაც იყოს განპირობებული. ამის შესახებ ნათია თურნავამ სებ-ის მიერ გამართულ კონფერენციაზე – „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ განაცხადა. „რაც შეეხება ჩვენი ვალუტის კურსს, ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება […]

პაველ ჰერჩინსკი – მადლობა BTU-ს იმ ინიციატივისა და შრომისთვის, რასაც ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის დებს

ევროკავშირმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის 1 მილიონი ევროს დაფინანსება გადასცა. თანხა მოხმარდება ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც ამ დრომდე განხორციელებულა. პროექტის „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ ფარგლებში სამ ნაკადად 1100 ბენეფიციარი გადამზადდება. მასში 320 მენტორი ჩაერთვება. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ტექნოლოგიებში გენდერული დისბალანსი საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დიდი გამოწვევაა. მისი […]

სოზარ სუბარი – როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით, არ იცის თავად ზურაბიშვილმა, მოიქცევა ისე, როგორ ბრძანებასაც მისცემენ – როგორც ჩანს, გათავისუფლებაზე ბრძანება ჯერ არ მიუღია

სალომე ზურაბიშვილმა თქვა “არა და არასდროს”, თუმცა გავიდა დრო და მის სიტყვებში ამ კატეგორიულობას ვერ ვხედავთ – როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი არ იცის თავად ზურაბიშვილმა და არ ვიცი არც მე. მოიქცევა ისე, როგორ ბრძანებასაც მისცემენ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” […]

თემურ ცამციშვილი – ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სააკაშვილის თავისუფლება, რადგან მისი და წინა ხელისუფლების ინიციატივით, ქუთაისი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ კი ფიქციად აქცია

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ასი ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თავისუფლება, რადგან მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების ინიციატივით, ქუთაისი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ კი ფიქციად აქცია, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა. მისივე განცხადებით, სიმბოლურია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეკრება ქუთაისის პარლამენტთან. „ნამდვილად სიმბოლურია დღეს […]

ევროკავშირის ინიციატივა ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი ფართომასშტაბიანი პროექტის – “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” განხორციელება დაიწყო, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრულ სფეროში ადამიანური რესურსებისა და ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად საქართველოში. გახსნით ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ: პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირის ელჩი საქართველოში; ნინო ენუქიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი; გიორგი ამილახვარი – განათლების, მეცნიერებისა […]

ნინო ენუქიძე – ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ქალთა გაძლიერების ამ დრომდე ყველაზე მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის ევროკავშირისგან 1 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებით განხორციელდება პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“, რომლის ფარგლებშიც სამ ნაკადად 1100 ბენეფიციარი გადამზადდება. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ამ დრომდე ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის განხორციელებულა. „ქალთა მენტორობა ტექ პროექტებში“ – ეს […]

კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზე. კიევის მერიის და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სოლომენსკის რაიონში დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლი, ხოლო პეჩერის რაიონში – არასაცხოვრებელი შენობა. დაშავდა სულ მცირე 4 ადამიანი. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 10:30 საათისთვის მოწინააღმდეგემ კიევს ანექსირებული ყირიმიდან შეუტია ორი ბალისტიკური რაკეტით. უკრაინელი სამხედროების თანახმად, ორივე რაკეტა მოიგერიეს. კიევზე სარაკეტო თავდასხმა […]

„პლაჟზე ვმუშაობდი, მაღაზიაშიც სალაროსთან და კვირაობით დაცვაში, მაგიტომ ვამბობ, ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც“ – ილია თოფურია

UFC-ს მსოფლიო ჩემპიონმა ილია თოფურიამ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა ჩემპიონობამდე. „პლაჟზე ვმუშაობდი. შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით, მერე ღამე ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში ვმუშაობდი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომეგროვებინა თანხა, იმისთვის რომ საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება შეჯიბრებზე […]

ბანკების სასესხო პორტფელი 52.2 მლრდ ლარამდე გაიზარდა

თებერვალში, საბანკო კრედიტების მოცულობა 354 მილიონი ლარით გაიზარდა და ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 52.2 მილიარდ ლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში საბანკო კრედიტების მოცულობა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.09%-ით გაიზარდა. ამასთან, კრედიტების შემადგენლობაში 403 მილიონი ლარით გაიზარდა ლარის სესხები, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების ნაშთი 49 მილიონი ლარით შემცირდა. თებერვალში 0.40 პროცენტული პუნქტით გაიზარდა სესხების […]