,,ვსიოოო, ახალი “მაშინობელა” შემოაგდეს…“ – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ვსიოოო, ახალი “მაშინობელა” შემოაგდეს… საფრანგეთის პრემიერმა გაბრიელ ატალმა “ისლამური სახელმწიფოს” გაცოცხლება და მოსალოდნელი ტერაქტები დაანონსა. ამასთანავე მოგვიწოდა თავი შევიკავოთ დიდ კომერციულ ცენტერბში, კინოთეატრებში, საკულტო დაწესებულებებში და ასე შემდეგ.. ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტისგან. ფრანგული მედია ერთხმად საუბრობს მოსკოვის “ამბის” შემდეგ “გაცოცხლებული” “მტარვალების” საფრთხეზე (აქ და აწი სიტყა “მტარვალს” დავწერ, წინააღმდეგ შემთხვევაში […]

FourFourTwo-მ ბრაზილიელთა ყველა დროის ტოპ 10 შეადგინა

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა FourFourTwo-მ ბრაზილიელთა ყველა დროის ტოპ 10 შეადგინა. სიას სათავეში პელე უდგას, შემდეგ კი რონალდო და გარინჩა მოდიან. ათეული ასე გამოიყურება: 1)პელე 2) რონალდო 3) გარინჩა 4) რონალდინიო 5) რომარიო 6) რივალდო 7) ზიკო 8) სოკრატესი 9) ჟაირზინიო 10) კაკა

კრემლი „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაზე არაფერს ამბობს, რადგან „გამოძიება გრძელდება“

რუსეთის კრემლმა განაცხადა, რომ რადგან ჯერ გამოძიება გრძელდება, არ გააკეთებს კომენტარს „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაზე, რომ ის კისრულობს პასუხისმგებლობას „კროკუს სიტი ჰოლზე“თავდასხმისთვის. 25 მარტს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რადგან გამოძიება გრძელდება, ჯერ ხელისუფლება საკონცერტო დარბაზის შენობაში მასობრივი მკვლელობის შესახებ არაფერს იტყვის. „გამოძიება გრძელდება. მკაფიო ვერსიები ჯერ არ არსებობს. მხოლოდ წინასწარ მონაცემებზე ვლაპარაკობთ“, – […]

პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართვალოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონს ხელი მოაწერა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. “დღეს ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია […]

კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი კობახიძეს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უკრაინელებმა რუსების მიერ კიევისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ კიევისკენ გაშვებული ორივე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურ გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განცხადებით, რუსულმა ძალებმა რაკეტები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ისროლეს. „მტერმა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტია კიევს. სამიზნეები განადგურებულია“, – აღნიშნა ოლეშჩუკმა. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში საჰაერო […]

საერთაშორისო ტურნირზე “Bukovyna grand prix 2024” ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედალი მოიპოვეს

უკრაინის ქალაქ ჩერნივციში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი “Bukovyna grand prix 2024”, რომელშიც 5 ქვეყნის 480 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩვენი ნაკრების სპორტსმენებმა შეუდარებლად იასპარეზეს და გუნდურ ჩათვლაში 35 გუნდს შორის მეოთხე ადგილი დაიკავეს. ჩვენი ნაკრების ბიჭების ანგარიშზეა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი. არქანია ალექსანდრე 8-9 წელი -30კგ 🥇 დონაძე ანზორი 18-20 წ -67 კგ 🥇 დონაძე ანზორი […]

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის […]

სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი, ეტყობა, ჯერ როზნერს არ გაუზომავს მათი რეიტინგები

სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. ეტყობა ჯერ როზნერს არ გაუზომავს რეიტინგები, როგორც სალომესი, ისე სააკაშვილის, – ასე ეხმიანება ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება დამოკიდებულია მისი და ზურაბიშვილის რეიტინგებზე, რომელსაც როზნერი გაზომავს. მისი განცხადებით, თუ სააკაშვილის რეიტინგი უფრო მეტი იქნება, […]

ვეტოდაძლეულ „საარჩევნო კოდექსს“ პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი, პრეზიდენტმა ხელმოწერაზე უარი თქვა

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა დაადო ვეტო, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი. ინფორმაცია ფეისბუკზე პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა. საქართველოს კანონმდებლობით, ვეტოს დაძლევის შემდეგ კანონპროექტს პარლამენტი პრეზიდენტს უგზავნის – იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყვის ხელმოწერაზე, კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ იძენს სამართლებრივ წონას. „ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა […]