ექიმი ვაზისუბანში დაჭრილ ქალზე – ქალს მთელს სხეულზე ბევრი სისხლმდენი ჭრილობა აქვს – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ვაზისუბანში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის საოპერაციო ბლოკშია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის “ემერჯენსის” ხელმძღვანელმა ანი დალაქიშვილმა განუცხადა. როგორც ექიმი განმარტავს, ქალს მთელ სხეულზე ათეულობით ჭრილობა აქვს. ის ვარაუდობს, რომ დაზიანებები ცივი იარაღითაა მიყენებული. „პაციენტთან გამოხატული იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი, მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული, ქალა-სარქვლის, ნეკნების, მხრის მოტეხილობა, ასევე, მაჯისა და მტევნის მრავლობითი ჭრილობები […]
დევიდ ვავრა – საქართველომ ბოლო წლებში დიდი სარგებელი მიიღო სავაჭრო მარშრუტებისა და ფინანსების ნაკადების ცვლილებებისგან

ბოლო წლებში საქართველომ უცხოური ვალუტის მაღალი მოცულობის რეზერვები შექმნა და მთავრობის ფინანსების სტაბილურობას მიაღწია, – ამის შესახებ სებ-ის კონსულტანტმა დევიდ ვავრამ კონფერენციაზე „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ მოახერხა ბოლო წლებში დიდი სარგებელი მიეღო სავაჭრო მარშრუტების და ფინანსების ნაკადების ცვლილებებისგან. „ცენტრალური ბანკისა და მაკროეკონომიკური მართვის პერსპექტივიდან, ბოლო წლებში სიტუაცია ხელსაყრელი […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის მხრიდან ანტიკორუფციული გარემოს მხარდაჭერასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. მემორანდუმის მიზანია კერძო სექტორში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობა, ისევე როგორც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის სისტემის გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის […]
სარეკლამო SMS-ებზე თანხმობის მისაღები ფორმა მხოლოდ 30 წუთში – რას სთავაზობს Retain-ი კომპანიებს?

2023 წლის მაისში ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური სტარტაპი Retain-ი გამოჩნდა, რომლის მეშვეობითაც დღეს 150-მდე კომპანია, საქართველოს მასშტაბით 2 000-ზე მეტი ფილიალიდან QR კოდებითა და URL ბმულებით მომხმარებლის უკუკავშირს აგროვებს. მომხმარებელთა კომენტარი კი საჯარო არ არის და ის მხოლოდ კომპანიის სათავო ოფისისთვისაა ხელმისაწვდომი. 2024 წლის თებერვლიდან კომპანიამ შეფასების არსებულ ფორმებს სპეციალური პროდუქტი დაამატა, რომელიც კომპანიებს SMS მარკეტინგისთვის […]
სომხეთში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთშია. მისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო დღეს, 25 მარტს. სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძის მასპინძელი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთად გააკეთებენ მედიისთვის განცხადებებს. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. კობახიძის ვიზიტების შესახებ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ბრიუსელს ეწვია. 21 […]
„უნდა დავხოცოთ“ – მედვედევი კროკუს სითიზე თავდამსხმელებზე

“ყველა მეკითხება, რა გავაკეთოთ? ისინი დაიჭირეს. ყოჩაღ ყველას, ვინც დაიჭირა. უნდა დავხოცოთ? უნდა დავხოცოთ. და ეს მოხდება – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა თანამონაწილის მოკვლა. ყველასი. ვინც ფული გადაიხადა, ვინც თანაუგრძნობდა, ვინც ეხმარებოდა. ყველა უნდა მოვკლათ.” – წერს მედვედევი. რუსეთში სიკვდილით დასჯის კანონი […]
„სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას“ – ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს: „სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. ეტყობა ჯერ როზნერს არ გაუზომავს რეიტინგები, როგორც სალომესი, ისე სააკაშვილის. მიშას შეწყალება კი დამოკიდებული იქნება მის რეიტინგზე, ექნება მაღალი რეიტინგი სალომესთან შედარებით, პრეზიდენტი შეასრულებს ბრძანებას, შეიწყალებს თუ არა და არა. მოკლედ, როგორც უბრძანებენ, მაგრამ ეს ვერ უშველით, სალომე […]
„გირჩი“ შექმნილია ივანიშვილის სურვილით და სუს–ი მიერ არის ფორმირებული, დაფინანსებული და დაკვეთებსაც სუს–ი აძლევს“ – გიორგი გუგავა

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა. –ბატონო გიორგი, ძალიან კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებისა და მოხმარების მხრივ. ბევრი ადამიანი დაიჭირეს, მათ შორის, ნარკორეალიზატორები. საინტერესოა, რომ არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არ დაუკავებიათ – საზღვრის დაცვის, საბაჟო სამსახურის,პოლიციისა და სუს–ის თანამშრომლები, რომელთაც ნარკოტიკის შემოტანა–გასაღებაზე კონტროლი ევალებათ. როგორ დავიჯერო, რომ ტონობით ნარკოტიკი ისე […]
თამარ გაბუნიამ მოგვატყუა…ამ კვირაში რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ წამლის დეფიციტის გამო – ონკოპაციენტები

„მინდა ვიცოცხლო“ -ონკოპაციენტები საკუთარი უფლების დასაცავად იბრძვიან. ისინი ჯანდაცვის მინისტრს უცვლელი მოთხოვნით მიმართავენ – დაემატოს მედიკამენტები დაფინანსების პროგრამაში, შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომა და გაითვალისწინონ ონკოპაციენტების მდგომარეობა. ისინი ითხოვენ 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნასა და საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანას. ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები მიხეილ სარჯველაძის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სიცრუეში სდებენ ბრალს და მის გადადგომას ითხოვენ. “ვითხოვთ მინისტრის პირველი […]
„ამორალური კამპანია წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ – რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომნა გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: „ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის თერთმეტი წლის განმავლობაში ეკონომიკა საშუალოდ წლიურად გაიზარდა მხოლოდ 4,5 პროცენტით. ამ ზრდიდან ნაღებს სახელისუფლო კლანი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი იღებდა. სწორედ ამის მიზეზია სიღარიბე, უმუშევრობა, ფასების ზრდა, უკიდურესად დაბალი შემოსავლები, მიგრაცია და სიკვდილიანობის მატება შობადობაზე. აღნიშნული პრობლემების გადასაფარავად ხელისუფლება წინასაარჩევნოდ […]