ისრაელის არმია ჰამასთან ბრძოლას აგრძელებს ღაზის ორ საავადმყოფოსთან

ისრაელის არმიის თანახმად, 25 მარტს განაგრძობს ბრძოლას ჰამასთან (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) ღაზის ორი საავადმყოფოს არეალში. მისი ცნობით, გასულ დღე-ღამეში საჰაერო თავდასხმების და უშუალო ბრძოლის დროს მოკლულია მოწინააღმდეგის დაახლოებით 20 მეომარი. ისრაელი ღაზის საავადმყოფოებზე იერიშებს ოქტომბრის დასაწყისიდან აწყობს, რადგან თვლის, რომ საავადმყოფოების შენობებს ჰამასი იყენებს საყრდენ პუნქტებად, რასაც პალესტინელი მებრძოლები უარყოფენ. ღაზის უდიდესი […]
„მთავარი არ არის რა ეღირება 1 დოლარი, 3 ლარი თუ 10 ლარი, მთავარია სტაბილურობა“ – ირაკლი ერაძე

„ბოლო 2-3 წელია რაც ლარს სეზონურობა ნაკლებად ახასიათებს. ლარის კურსზე საუბრისას აუცილებელია გვქონდეს ყოვლისმომცველი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამიტომ ჯერჯერობით ლარის გაუფასურების კონკრეტულ მიზეზზე საუბარი რთულია. ფაქტია, რომ არსებობდა კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ლარის კურსმა რყევა დაიწყო. მათ შორის შესაძლოა ყოფილიყო რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებიც. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არა პირდაპირ, მაგრამ მაინც […]
აზერბაიჯანში ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გამოააშკარავეს პირები, რომლებიც ქვეყანაში ტერაქტს გეგმავდნენ. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში ეჭვი მიიტანეს აზერბაიჯანის მოქალაქეზე, 1988 წელს დაბადებულ ბახრუზ ასკეროვზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მურმანსკში ცხოვრობდა. მათივე ცნობით, ეს ადამიანი დაუკავშირდა სხვა პირებს, რათა დაერღვიათ საჯარო უსაფრთხოება, შეექმნათ პანიკა მოსახლეობაში. აზერბაიჯანის სუს-ში ამბობენ, რომ აკსეროვი გეგმავდა ტერორისტულ […]
„ქურდს რა უნდაო და ბნელი ღამეო“, რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა, გასაგებია – სოზარ სუბარი არასამთავრობოებზე

„ქურდს რა უნდაო და ბნელი ღამეო“, რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა, გასაგებია – სოზარ სუბარი არასამთავრობოებზე „კანონი, რომლის მიღებისაგანაც უკან დავიხიეთ 1 წლის წინ, ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული კანონი, ყველა დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისი“, – ამის შესახებ, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა. სუბარის თქმით, როდესაც, ტარდება ტრენინგები USAID-ის დაფინანსებით, მაგალითად, სადაც ასწავლიან როგორ აიღონ […]
ფიშინგის გავრცელებული მეთოდები- როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან

ინტერნეტთაღლითობა ციფრული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ამ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს, იქნება ეს Phishing თუ Smishing. სამწუხაროდ, ამ ტიპის შეტევების შემთხვევები წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომ აუცილებელია, იცნობდე გავრცელებულ მეთოდებსა და მათგან თავდაცვის გზებს. რადგან დღეს ადამიანების უმრავლესობა უმეტესად ვირტუალურ სივრცეში იყრის ხოლმე თავს, ინტერნეტთაღლითობის ყველაზე გავრცელებული სახეობა სწორედ ფიშინგია — კონფიდენციალური […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის მხრიდან ანტიკორუფციული გარემოს მხარდაჭერასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. მემორანდუმის მიზანია კერძო სექტორში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობა, ისევე როგორც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის სისტემის გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის […]
პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პაპუაშვილი Facebook გვერდზე წერს. პაპუაშვილის თქმით, “კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს და ეს აქსიომაა”. “დღეს ხელი მოვაწერე საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში 19 აპრილის შეთანხმების მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს […]
ჩრდილოეთ კორეა: იაპონიის პრემიერმინისტრმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდან ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. გამოცემის მიხედვით, ამის შესახებ კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა ისაუბრა. კიმ იო ჯონგის თქმით, იაპონიის პრემიერმინისტრმა კიმ ჩენ ინთან შესახვედრად სამიტის უმოკლეს ვადაში გამართვის შეთავაზება გააკეთა. ამასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ აღნიშნა, რომ ორ […]
ეკა სეფაშვილმა, დღეს, PACE-ს სოციალური საკითხების, ჯანდაცვის და მდგრადი განვითარების კომიტეტს წარუდგინა ანგარიშის პროექტი „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება”

ეკა სეფაშვილმა, დღეს, PACE-ს სოციალური საკითხების, ჯანდაცვის და მდგრადი განვითარების კომიტეტს წარუდგინა ანგარიშის პროექტი „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციის და PACE-ს სოციალური საკითხების, ჯანდაცვის და მდგრადი განვითარების კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა, დღეს, კომიტეტის შეხვედრაზე წარადგინა ანგარიშის პროექტი „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება”. ევროპის საბჭოს […]
აღნიშნული ცვლილება დესტრუქციულ ოპოზიციას მოუსპობს შესაძლებლობას, ეს ცუდი გამოცდილება რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის დაზიანებისათვის გამოიყენონ
აღნიშნული ცვლილება დესტრუქციულ ოპოზიციას მოუსპობს შესაძლებლობას, ეს ცუდი გამოცდილება რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის დაზიანებისათვის გამოიყენონ „ხელი მოეწერა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე.“– წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონზე. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, […]