„საქართველო ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას“ – ნიკოლ ფაშინიანი

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს აღნიშნა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ახალი ჰორიზონტები გაიხსნას ორი ქვეყნის ურთიერთობებში. „კიდევ ერთხელ მინდა პირისპირ მივულოცო ბატონ ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ […]
ქალი მეწარმეების მხარდაჭერის თვე — თამთაკის წარმატების ისტორია

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. Wolt-თან თანამშრომლობით, მარტის თვეში საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესების გაფართოებასა და ცნობადობის ზრდაში ეხმარება. ორიგინალური კერძებით გამორჩეული თამთაკი ერთ-ერთია იმ წარმატებული ქალი მეწარმეების ბიზნესებიდან, რომლებიც ამ კამპანიის ნაწილია. თამთაკი 2020 წელს გაიხსნა და გურმანების გული მალევე მოიგო, დღეს კი Street food-ის მიმართულებით თბილისში […]
ბურჯანაძის კარგი თამაში და კორუნას მორიგი გამარჯვება ესპანეთის Leb Oro-ში

ბექა ბურჯანაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი და მორიგი გამარჯვება ესპანეთის LEB ORO-დ წოდებულ მეორე ლიგაში. ქართველი ფორვარდის გუნდი “ლეიმა კორუნა” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და ამ გზაზე კიდევ ერთი, რიგით მე-20 გამარჯვება მოიპოვა. კორუნელებმა “კასერესს” უმასპინძლეს და 97:80 დაამარცხეს. ბურჯანაძე სათადარიგო იყო, მაგრამ ტრადიციულად მოედანზე სასტარტოს რომ უწევს, იმდენი დრო დაყო. 25 წუთში ბექამ 7 […]
დოუდენი: თავდასხმა, რომლითაც ბრიტანელი ამომრჩევლების მონაცემები გაიჟონა, ჩინეთთანაა კავშირში

დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერის, ოლივერ დოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმა, რომლითაც ბრიტანელი ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია გაიჟონა, ჩინეთთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, დიდი ალბათობით დიდი ბრიტანეთის მთავრობა მალე ამ კავშირის დადასტურებას შეძლებს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიაზე კიბერთავდასხმა 2021 წლის აგვისტოში განხორციელდა, თუმცა მის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მილიონობით ამომრჩევლის […]
მაკრონი: ISIS-ის ჯგუფი, რომელმაც მოსკოვში თავდასხმა მოაწყო, ტერაქტებს საფრანგეთშიც ამზადებდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, მისი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მონაცემები ადასტურებს, რომ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთი იდგა. მაკრონის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის ამ დანაყოფმა ტერაქტების მოწყობა უკანასკნელ თვეებში საფრანგეთშიც სცადეს. ემანუელ მაკრონს ჟურნალისტებთან საუბრის დროს მეტი დეტალი არ გაუმხელია, თუმცა, დღეს საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე […]
შეტყობინების შემდეგ, პეტერბურგში სავაჭრო ცენტრის, მოსკოვში კი საავადმყოფოს ევაკუაცია მოხდა

მოსკოვში პიროგოვის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო და ქირურგიულმა ცენტრმა, სადაც კროკუს სითი ჰოლში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაზარალებულებიც მკურნალობენ, ფოსტით მიიღო წერილი, რომელშიც ამბობდნენ, რომ შენობაში დამონტაჟებული იყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის ტაიმერიც 40 წუთზე იყო დაყენებული. შენობიდან 700-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა და ადგილზე სპეცსამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. ინფორმაცია ტელეგრამ-არხმა Mash-მა გაავრცელა. პარალელურად, სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივი მედია Фонтанка წერს, […]
ვინც სტადიონზე ვერ მიდიხართ – სად შეიძლება 26 მარტს თბილისში მატჩის ყურება

26 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ მატჩის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად დიდია – შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები სრულად 6 საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. tkt.ge-ის ინფორმაციით, ბილეთის შესაძენად რიგში სულ 337 600 ადამიანი იდგა. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი თამაშზე დასასწრები […]
Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში პრობლემების ფონზე თანამდებობას დატოვებს

ამერიკული კომპანია Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი დეივ კალჰუნი თანამდებობას 2024 წლის ბოლოს დატოვებს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო პერიოდში კომპანიას წარმოების ხარისხის კონტროლის მოთხოვნებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რის გამოც Boeing-ი წნეხის ქვეშ მოექცა. “მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, და ვიცი, რომ ამ პერიოდის გამოვლის შემდეგ უკეთესი კომპანია ვიქნებით”. – წერს კალჰუნი თანამშრომლებთან მიწერილ წერილში. მისი […]
ერთა ლიგის ფინალური მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების ნაწილის მუშაობის დრო იზრდება

ხვალ, 26 მარტს დაგეგმილ საქართველოს-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც დინამო არენაზე, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტობუსები – N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, […]
რამზან კადიროვი უკმაყოფილოა „კროკუსში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ რუსი ნაციონალისტების რეაქციით და ემუქრება მათ

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შეშფოთებულია „კროკუს სიტი ჰოლზე“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ რუსი ნაციონალისტების მიერ გაკეთებული შოვინისტური ხასიათის განცხადებების გამო. თავის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ მიმართვაში, კადიროვმა დაადანაშაულა “რუსეთის ზოგიერთი მტერი”, რომლებიც ეროვნული საკითხის გამოყენებით “შიგნიდან არყევენ ვითარებას“. ზემოხსენებულ “მტრებს“ კადიროვმა დასავლური სპეცსამსახურების „ნებაყოფლობითი მარიონეტები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ” რუსეთი იყო და იქნება მრავალეროვნული“. […]