ზაზა გოგავა – დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგახართ

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგახართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ დღეს თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ აქცია-პერფორმანსზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მიუხედავად ამ გაუსაძლისი პირობებისა, იმ […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა

ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. „ჩვენმა სამხედროებმა ალ-შიფას საავადმყოფოს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 170 ტერორისტი გაანეიტრალეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა „ჰამასთან“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ კავშირში მყოფი ასობით ეჭვმიტანილი დააკავეს. ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ალ-შიფას […]
ილია დარჩიაშვილი – საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს საქართველოს ახალი საელჩო, რაც არის ორ ქვეყანას შორის ძლიერი მეგობრობის ერთ-ერთი დასტური

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო, რომელიც ასევე გამოირჩეოდა იმით, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს საქართველოს ახალი საელჩო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი საელჩო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და სომხეთს შორის ძლიერ და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. „შენობა არის ჩვენი […]
მოსკოვსა და პოდმოსკოვიეს ათამდე სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა

მოსკოვსა და პოდმოსკოვიეს ათამდე სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა. ყველგან ასაფეთქებელ ნივითიერებას ეძებენ. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. “ოპერატიულმა სამსახურებმა მიიღეს შეტყობინებები ბომბის არსებობის შესახებ 10-ზე მეტ სავაჭრო ცენტრში. რამდენიმე ათასი ადამიანი ევაკუირებული იქნა შენობებიდან”, – ეუბნებიან წყაროები რუსულ გამოცემებს.
„სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა და შეგვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ – ირაკლი ნადირაძე

როგორც ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განუცხადა, დაახლოებით მზად არის 200 000 ხელმოწერა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შეგროვდა, ხელმოწერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა. “ხელმოწერები მთელი ქვეყნის მასშტაბით გროვდებოდა. 200 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა,მათ შორის ელექტრონულადაც ემიგრანტების მონაწილეობით და დღეს შეგვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მოთხოვნა არის პუტინის პირადი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, იმ ადამიანის, რომელმაც 2003 წელს […]
ივანე ჭალელიშვილმა Bordeaux Sciences Agro უნივერსიტეტში ჩააბარა

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებულმა ივანე ჭალელიშვილმა Bordeaux Sciences Agro უნივერსიტეტში ჩააბარა. სექტემბრიდან ის სწავლას მევენახეობისა და მეღვინეობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. აგრარული უნივერსიტეტის ინფორმაციით, აგრარული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთანავე ივანემ საკუთარი ბრენდის ქვეშ დაიწყო ქართული ყურძნის ჯიშებიდან ღვინის წარმოება. თუმცა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილების დაგროვება და საფრანგეთში, ბორდოს რეგიონში გაიარა […]
ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს კომიტეტს ბავშვთა შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ ანგარიში წარუდგინა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაში. დეპუტატმა მონაწილეებს წარუდგინა ანგარიშის “ბავშვები შრომის სამყაროში: ბავშვთა მავნე შრომის აღმოფხვრა” პირველადი ვერსია. ანგარიში ეძღვნება ევროპაში ბავშვთა შრომის პირობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად გაუარესდა ბოლო წლებში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების და კოვიდ-19-ის პანდემიის გამო. ანგარიშში წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელთათვის, […]
როცა სასამართლოს დამორჩილება არის მთავარი მიზანი, ბუნებრივია ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია ერთიანი იქნებიან

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარე ძალები აქტიურად მონაწილეობენ და ეს ხორციელდება სწორედ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის და არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით“, –ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის და დესტრუქციული ოპოზიციის ერთობას, საქართველომ უნდა დაუპირისპიროს ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული. „სამწუხაროა, […]
ტრამპს სასამართლო ქონების დადასტურებას სთხოვს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის მოსალოდნელი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოუწევს აჩვენოს, რომ მას ნადმვილად აქვს 454 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის ან ობლიგაციების სახით, იმისთვის რომ დაამტკიცოს, რომ არ გაუზრდია თაღლითურად საკუთარი ქონების ღირებულება, რათა უკეთესი პირობები მიეღო ბიზნეს ტრანზაქციებზე. თუ ის ვერ წარადგენს ამ ქონების დამამატკიცებელ დოკუმენტაციას, ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა […]
ინფექციური დაავადებების გადამტანი კოღოს სახეობა საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა

Radio France Internationale-ის ინფორმაციით, კოღოების ინვაზიური სახეობა „Tiger mosquitoes“, რომელიც საწყის ეტაპზე ნორმანდიაში გამოჩნდა, საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. აზიური წარმოშობის აღნიშნული სახეობის კოღოებს, შეუძლიათ ისეთი ინფექციური დაავადებები გადაიტანონ, როგორებიცაა: დენგე (ნფექციური გადამდები დაავადება, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება.), ზიკა (ზიკა მიეკუთვნება ვირუსების ჯგუფს, რომელსაც ფლავივირუსები ეწოდება და რომელიც […]