როცა სასამართლოს დამორჩილება არის მთავარი მიზანი, ბუნებრივია ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია ერთიანი იქნებიან

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარე ძალები აქტიურად მონაწილეობენ და ეს ხორციელდება სწორედ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის და არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით“, –ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის და დესტრუქციული ოპოზიციის ერთობას, საქართველომ უნდა დაუპირისპიროს ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული.
„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარე ძალები აქტიურად მონაწილეობენ და ეს ხორციელდება სწორედ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის და არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით. ამიტომ როცა სასამართლოს დამორჩილება არის მთავარი მიზანი, ბუნებრივია ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია ერთიანი იქნებიან. თუმცა, მათ ამ დესტრუქციულ და ნეგატიურ ერთობას უნდა დავუპირისპიროთ თავისუფალი სასამართლო, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული,” – განაცხადა ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც