პროკურატურა: ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც ვაზისუბანში მეზობელი ქალი დაჭრა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთ პირს ბრალდება წარედგინა. უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას […]

რუსეთში 13 მაღაროელი ერთი კვირაა მაღაროშია ჩარჩენილი

რუსეთში, ამურის რეგიონში ამ დრომდე ეძებენ 13 მაღაროელს, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია მაღაროში იმყოფებიან. მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. კონტაქტი მაღაროელებთან მას შემდეგ შეწყდა, რაც მაღაროს ერთი ნაწილი ჩამოწოლილი მეწყერის გამო ჩაინგრა. უცნობია ცოცხლები არიან თუ არა მაღაროელები. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე რთული ვითარებაა, სამაშველო ბრიგადები ახლოს მდებარე რეგიონებიდანაც გაგზავნეს. პარალელურად ცნობილი ხება, რომ რუსმა […]

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს თაღლითობის საქმეზე ჯარიმა 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაწესებული ჯარიმა 454 მილიონი დოლარიდან 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 175 მილიონი დოლარის მოსაძიებლად და გადასახდელად 10 დღე მისცა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი სააპელაციო სასამართლოს ბრძანებას შეასრულებს. „მე არაფერი დამიშავებია“, – […]

თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა აკადემიის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 21 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებაზე სერჟანტებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სიძლიერეს, დისციპლინასა და მოტივაციას. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აკადემიის მნიშვნელოვანი როლი პროფესიონალი სერჟანტების მომზადებაში. აკადემიის დღე სერჟანტებს, ასევე, მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მათ კარიერული განვითარება […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 25 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.01 თეთრით. 25 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7003 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9215 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი – 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.94 ლარად.

მოსკოვის სასამართლომ ტერაქტის გამო კიდევ 3 პირი დააპატიმრა – ვინ არიან ახალი ფიგურანტები

მოსკოვის სასამართლომ კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით პატიმრობა კიდევ სამ პირს შეუფარდა. სამი ახალი ფიგურანტი ისროილ, ამინჩონ და დილოვარ ისლომოვები არიან. დილოვარი და ამინჩონი ძმები არიან, ისროილი კი მათი მამაა. სამივე მათგანს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია. 23 წლის დილოვარ ისმაილოვი იმ რენოს მარკის ავტომობილის ყოფილი მფლობელია, რომლის მეშვეობითაც ტერორისტებმა კროკუს სითი ჰოლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 26 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, ილორის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი […]

გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში დაუყოვნებელივ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) უშიშროების საბჭომ, 25 მარტს რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუოყვნებლივ შეწყვეტას და ყველა ტყვედ აყვანილის გათავისუფლებას მოითხოვს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომელიც საბჭოს 10-მა არჩეულმა წევრმა წარადგინა. კენჭისყრის შემდეგ სსაბჭოს დარბაზში ტაშის ხმა გაისმა. “პალესტინელი ხალხი ძალიან დაზარალდა. ეს სისხლისღვრა ძალიან […]

ჯორჯია მელონი – ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება – პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, დიდი ხნის წინ შეგვეშინდებოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები არ აშინებს. მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გააგრძელოს თავის საქმის კეთება, რადგან ეს საუკეთესო გარანტიაა, ესკალაციისთვის თავის ასარიდებლად. „ვფიქრობ, ვითარება არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროპამ, დასავლეთმა უკვე შეძლო. ეს რეალურად, საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მრჩევლებს აღარ გაგზავნის

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მრჩევლებს აღარ გაგზავნის ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მრჩევლებს აღარ გაგზავნის – ისრაელის პრემიერმა რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, შტატების გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს. ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების […]