გვაქვს პროგრამა, რომელიც 17 მონაცემთა მეცნიერის საქმეს აკეთებს – როგორ იყენებენ AI-ის Kernel-ში?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი 2020-იანების მთავარი ტექნოლოგიაა, რომელიც, სავარაუდოდ, კაცობრიობის მომდევნო ასწლეულების განმსაზღვრელი იქნება. ამ ტექნოლოგიის გავლენას ისიც უსვამს ხაზს, რომ დღეს, ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე დატოვა ნიშური სამეცნიერო წრეები და ადამიანებისა თუ კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში გადაინაცვლა, ხოლო ამ ტექნოლოგიის ბუნებიდან გამომდინარე, მომდევნო წლებში, მისი ექსპონენტურად განვითარება არის მოსალოდნელი. მაშ, როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს […]

მაკა ბოჭორიშვილი – ვცდილობთ, გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით – გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი წარმატებისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ინფორმაციის […]

რომან გოცირიძე – თუ გამარჯვება გვინდა, მოგვწონს ერთმანეთი თუ არა, უნდა შეიქმნას დიდი გამარჯვების კოალიცია

ნებისმიერი, ვისაც 1%-იანი რეიტინგი აქვს, ის აუცილებლად ამბობს, როგორ გეკადრებათ, მე აუცილებლად გადავლახავ ბარიერს – 1%-იანი პარტიები ამბობენ, რომ 7 თვის შემდეგ 5-ჯერ გაიზრდებიან, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. რომან გოცირიძის მოსაზრებით, პარტიებიდან: „ახალი“, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი „გაიწირება“ და ბარიერს ვერ გადალახავს. „1% უკვე ძალიან დიდია, […]

ბერძნები ხალისობენ, ქართველები კი ბილეთების ხელში ჩასაგდებად ბერძნულ წარმომავლობას იჩემებენ

საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა. მათი მედია წერს, რომ თბილისში საკმაოდ ცივა, სამაგიეროდ ფეხბურთელთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაა თბილი და ხალისიანი. აღნიშნულია, რომ ოთხი ბერძენი მოთამაშის სასტუმროდან ყავის დასალევად გარეთ გასვლას ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა გამოეწვია. საქართველოში საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხელმძღვანელი ჩამოვიდა და ისინი 10 წლის ლოდინის შემდეგ დიდ ტურნირზე გასვლას […]

ალეკო ელისაშვილი – „ოცნებას“ ოპოზიციის გაერთიანების ცეცხლივით ეშინია – ჩემი ხელი ჯერ კიდევ გაწვდილი რჩება

ხაზარაძეზეც და გახარიაზეც საშინელებები მითქვამს – ზუსტად მახსოვს, რაც ვთქვი ნებისმიერ ადამიანსა და პოლიტიკოსზე, დიდად აზრი არც შემიცვლია, მაგრამ ქვეყანა ჩვენგან სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიებისგან გაერთიანების შესაძლებლობაზე პასუხი „არა“ არ მოუსმენია. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის […]

ჯონ კირბი – ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონში აღარ ჩამოვა

იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონს აღარ ეწვევა, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ეს იმედგამაცრუებელია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი ვაშინგტონში არ ჩამოვლენ, რათა რაფაჰში ოპერაციის ეფექტური ალტერნატივების შესახებ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონოდა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდებიან, რომელიც […]

პროკრუატურამ ვაზისუბნის დასახლებაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეს, გამოძიების თანახმად, ქალს მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში დანით აქვს მიყენებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით […]

საქართველოს ნაკრების მატჩისთვის სივრცე სრულად გადავსებულია – PUB 44

სპორტული პაბი PUB 44-ის დამფუძნებელი, ელენე კვირიკაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბილეთების გაყიდვისთანავე ობიექტი სრულად გადაივსო. მისი ინფორმაციით, ფინალური თამაშის ჯავშნების განხორციელება, ჯერ კიდევ საქართველო – ლუქსემბურგის თამაშის დროს იყო დაწყებული, ხოლო ბილეთების გაყიდვისთანავე პაბი სრულად დაიჯავშნა. „ბილეთები გაიყიდა თუ არა, ეგრევე შევივსეთ. ტელეფონი არ ჩერდება, იმდენი დაჯავშნის მსურველი შემოდის. მაგიდების დამატებაც კი მოგვიწია. სამწუხაროდ, დაახლოებით […]

კრემლის მხრიდან მუქარის შემცველი რიტორიკის არ მეშინია – მელონი

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, კრემლის მუქარის შემცველი რიტორიკა მას არ აშინებს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მელონის კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას მიემართება, რომელსაც კრემლის პროპაგანდა ISIS-ის მხრიდან პასუხისმგებლობის აღების მიუხედავად, თავდასხმის უკრაინასთან დაკავშირებას ცდილობს. “ვფიქრობ სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე […]

„საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა“ – ლევან დავითაშვილი

„საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა“ – ლევან დავითაშვილი ,,საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სომხეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე […]