„ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში შესული ცვლილებები კანონმდებლობას ეწინააღმდეგება”

1-ელი აპრილიდან ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესი იცვლება. როგორც ფინანსთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანებიდან ირკვევა, მომდევნო კვირიდან პირი, რომელიც ერთ დღეზე მეტით, იჯარით ან ქვეიჯარით იქირავებს ბაზრობაზე ადგილს ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ცვლილებები ეხება როგორც აგრარულ, ისე არა […]

მეზობელი ქალის დაჭრის საქმეზე პირს ბრალი წარუდგინეს

უწყების ცნობით, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობის მცდელობა] წარუდგინეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების […]

რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამოცხადდა

პოლონეთში რუსეთის ელჩი, სერგეი ანდრეევი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდა. ანდრეევს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის მოთხოვნით ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა. თავის მხრივ ანდრეევმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან პოლონეთის საგარეო უწყებას მისთვის რუსული რაკეტის შესვლის მტკიცებულებების მიწოდება სთხოვა, თუმცა, მათგან მკაფიო პასუხი ვერ […]

ვლადიმერ პუტინი – ვიცით, რომ მოსკოვში დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, გვაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება – ეს სისასტიკე შეიძლება დამაკავშირებელი რგოლი იყოს მათი, ვინც ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით გვებრძვის

მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა პუტინის თქმით, რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება. „ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძვის. ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს ის, თუ ვინ გასცა ეს ბრძანება“, […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთიდან მასობრივი დეპორტაციები დაიწყო, ეს მოგონება გვეხმარება, მსგავსი აღარ განმეორდეს არც ჩვენს და არც სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 75 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მთავრობის მასობრივი დეპორტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს სევდიანი ისტორია მის ქვეყანას ეხმარება, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არც მის ქვეყანაში და არც სხვა პოსტსაბჭოთა […]

პროკურატურამ ვაზისუბნის დასახლებაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეს, გამოძიების თანახმად, ქალს მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში დანით აქვს მიყენებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით […]

რუსეთში, ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე აფეთქება შესაძლოა დრონების თავდასხმას გამოეწვია

25 მარტის გამთენიისას რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურში აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა, რაც შესაძლოა დრონების თავდასხმას გამოეწვია. ხანძრის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა და გაითიშა სადგურის ორი ენერგობლოკი. ამის შესახებ თავად როსტოვის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა ისაუბრა. ხანძარი ქვესადგურის ტრანსფორმატორს გაუჩნა. გუბერნატორის ცნობით, არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ “აღკვეთეს კიევის რეჟიმის ტერორისტული […]

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ“ – ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში“ წერს. ,,სიამოვნებით ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ერევანში. სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელების შესახებ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ. […]

ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის დელეგაციის ვიზიტს აუქმებს

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო არ დაადო, ისრაელი ვაშინგტონში ვიზიტს აუქმებს. რეზოლუციის ხელმომწერები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და „ჰამასის“ მიერ მძევლების უპირობოდ გათავისუფლების მოითხოვენ. შეერთებულმა შტატებს ამჯერად არ გამოუყენებია ვეტოს უფლება და კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საბჭოს 10-მა არჩეულმა წევრმა […]

თურქული სერიალები შესაძლოა ჩინეთშიც გაიყიდოს

თურქული სატელევიზიო სერიალები, რომლებიც ყოველწლიურად 170-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე, შესაძლოა მალე ჩინეთის ბაზარზეც გამოჩნდეს. ამის შესახებ „ანადოლუსთან“ ინტერვიუში მომსახურების ექსპორტიორთა ასოციაციის გართობისა და კულტურული სერვისების კომიტეტის თავმჯდომარემ ფატიჰ აქსოიმ განაცხადა. მისი თქმით, თურქული სერიალები არა მხოლოდ ტურიზმის ზრდას, არამედ სხვა სექტორების განვითარებასაც უწყობს ხელს. მან აღნიშნა, რომ თურქულ სერიალებზე დღეს დიდი მოთხოვნაა ლათინურ ამერიკაში, ახლო […]