ფხაკაძე-გამგონეიშვილის კომპანია ელბაქიძის მიმდებარედ, სანაპიროზე 12 სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბიზნესმენების ვასილ ფხაკაძის და თამარ გამგონეიშვილის კომპანია „პარკ ლეინი ბიოგრაფისაგან“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ არქიტექტურის სამსახურისგან სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვაზე შუალედური თანხმობა უკვე მიიღო. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მიწის ზემოთ 12 სართულს, მიწისქვეშ კი 2 სართულისგან შედგება, სადაც ავტოსადგომი განთავსდება. პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთი 4707 […]

“მოთხოვნაა, რეფერენტული სისტემა სწორად და ადეკვატურად იყოს განხილული” – მარგველაშვილი

“არსებული სისტემის დახვეწა შესაძლებელია და წინადადებები არაერთხელ წარვადგინეთ” , – ამის შესახებ :”საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმა რეფერენტული ფასების სისტემაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, არსებული სისტემის დახვეწა შესაძლებელია. “არ შეიძლება, რეფერენტული ფასები ყველა მედიკამენტს ეხებოდეს. რადიკალური ნაბიჯები არამც და არამც, არამედ არსებული სისტემის დახვეწაა შესაძლებელი. წინადადებები არაერთხელ წარვადგინეთ […]

პესკოვი: „კროკუსზე“ თავდასხმასთან უკრაინის კავშირის შემთხვევაში, რეაქციაზე მსჯელობა ნაადრევია

კრემლში ამ ეტაპზე „უადგილოს“ უწოდებენ მსჯელობას იმის შესახებ, რა რეაქცია ექნება რუსეთს, თუ დადასტურდება საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან უკრაინის კავშირი. შეკითხვა კრემლის რეაგირების შესახებ, რუსულმა სააგენტო „ტასმა“ დაუსვა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მისი პასუხი იყო, რომ სანამ გამოძიება მიმდინარეობს, „თუ-ს რეჟიმში მსჯელობა უადგილოა“. მიუხედავად იმისა, რომ „კროკუსზე“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ […]

გაფრთხილება მძღოლებს! – ნახეთ, სად აიკრძალა მოძრაობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მოთხოვნა გირაოს შემცირების შესახებ დააკმაყოფილა

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ გადაიხადოს შემცირებული გირაო 175 მილიონი დოლარის ოდენობით. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს 464 მილიონი დოლარის გადახდის ვადა დღეს ეწურებოდა, თუმცა გასულ კვირას მისმა ადვოკატებმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა ჯარიმის სრული თანხის დაფარვას, ამიტომ მისი შემცირება და დამატებით 10 დღიანი ვადა მოითხოვეს. შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია. შეგახსენებთ, რომ […]

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება. დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

რუსებმა უკრაინას Shahed-ის დრონებით შეუტიეს, უკრაინელმა სამხედროებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლებიც ოკუპირებული ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მტერმა შეტევა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა, ასევე S-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა დონეცკის მიმართულებით გაუშვა“, […]

ავსტრიული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ავსტრიული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას ავტორი საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოსა და ავსტრიას შორის გაზრდილი საჰაერო კავშირები: „გასულ წელს საქართველო გახლდათ […]

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 26 მარტს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, ილორის და დავით […]

დღე, რომელსაც მარტო ვერ გაუძლებ! – უფრო მეტი, ვიდრე ერთი ფინალის მოგება – სავარაუდო შემადგენლობები

არის დღეები, რომელსაც მარტო ვერ გაუძლებ და ის მთელ ქვეყანას აერთიანებს. ასეთია დღევანდელი, 26 მარტი – ქართულ ფეხბურთს, დამოუკიდებლობის ჟამს, აუცილებლად სჭირდება ის მინიმალური წარმატება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდება ის ინტერესი, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა; წამით გავიფიქროთ, ევროპირველობაზე გასვლა ჩვენს საფეხბურთო ფასსა და სიამაყის ხარისხს როგორ აწევს. ლეგენდარულ ზინეზიდ ზიდანს აქვს […]