თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

26 მარტს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიაშეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშოების ჩატარებას ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, ილორის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი […]
ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს” – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რამადანის თვეში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა. რეზოლუცია ეხებოდა მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდას. “ისრაელი გაანადგურებს “ჰამასს” და გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე უკანასკნელი მძევლები არ დაბრუნდებიან სახლში,”- წერს ისრაელის საგარეო […]
ბატუტზე ხტომაში პარიზის ოლიმპიური თამაშებზე საქართველოც იქნება წარმოდგენილი

ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც შეუერთდა. პარიზის საგზურის მოპოვება სამგზის ოლიმპიელმა (პეკინი -2008, ლონდონი -2012, რიო -2016), ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ლუბა გოლოვინამ მსოფლიო თასის სერიებში დაგროვილი სარეიტინგო ქულებით შეძლო. პარიზის ოლიმპიურ ბატუტზე ქალებში გამოსვლის უფლება მოიპოვა ჩინეთმა, დიდ ბრიტანეთმა, იაპონიამ, საფრანგეთმა, ახალმა ზელანდიამ, ესპანეთმა, აზერბაიჯანმა, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენლებმა და საქართველომ. აღსანიშნავია, რომ 2 […]
უკრაინა და რუსეთი დრონებით და რაკეტებით შეტევების შესახებ იუწყებიან

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ხარკოვის და ნიკოლაევის ოლქებზე. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დღეს, 26 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან შეუტია 12 დრონით, ხოლო დონეცკის მიმართულებიდან – 2 საზენიტო რაკეტით. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12-ვე […]
ფუკუიამა: ის, რომ ივანიშვილი კვლავ პოლიტიკაში დაბრუნდა, არ ნიშნავს, რომ ის არაა ოლიგარქი

რუსეთთან დაახლოება საშიშია ბევრი აშკარა მიზეზის გამო. ვფიქრობ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ოლიგარქი არ წარმოადგენს თქვენი მოსახლეობის შეხედულებებს. ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობას სურთ ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან, ევროატლანტიკურ მეგობრებთან ყოფნა, მაგრამ თქვენ გყავთ ერთი ადამიანი, რომელიც სხვა მიმართულებით უბიძგებს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ პოლიტიკაში დაბრუნდა, არ ნიშნავს, რომ ის არაა ოლიგარქი. სინამდვილეში, მისი ფული აძლევს […]
საქართველო vs საბერძნეთი – რომელი ნაკრები უფრო ძვირადღირებულია

დღეს, 26მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. transfer markt-ის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ღირებულება $150.35 მილიონს შეადგენს. მოწინააღმდეგე გუნდის ღირებულებამ კი $151.85 მილიონი შეადგინა. ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც €80 მილიონს შეადგენს. აღნიშნული გუნდების შემადგენლობები ცნობილია: საქართველოს ნაკრების წევრების, რომლებიც დღევანდელი შეხვედრის განაცხადში მოხვდნენ, […]
თბილისში საბერძნეთის ნაკრებს 500-მდე ქომაგი გაამხნევებს

საბერძნეთის ნაკრებს თბილისში, ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში 500-მდე ქომაგი გაამხნევებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა gazzetta.gr-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ საბერძნეთის ნაკრებისთვის ეს ადვილი მატჩი არ იქნება, რადგან 55 000-იან სტადიონზე შესასვლელი ყველა ბილეთი ქართველმა გულშემატკივრებმა ექვს საათზე ნაკლებ დროში იყიდეს. „საბერძნეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 26 მარტს ევრო 2024-ის […]
ბრაზილიის პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უნგრეთის საელჩოში დარჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბრაზილიის პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უნგრეთის საელჩოში დარჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ბრაზილიის ფედერალური პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ გამოძიება The New York Times-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ დაიწყო, სადაც ჩანს, რომ ჟაირ ბოლსონარუ 12 თებერვალს ბრაზილიაში უნგრეთის ელჩმა მიიღო და საელჩოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში დარჩა. […]
დავით უტიაშვილი – ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით $1.7 მლრდ-ის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი რომან გოცირიძეს ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ BMatch-ის საერთაშორისო პლატფორმაზე ვალუტის წესებზე დაფუძნებული ყიდვა/გაყიდვის შედეგი ვაჭრობის დასრულების დღესვე უნდა გამოქვეყნდეს და არა თვის დასრულებიდან 25 დღეში. დავით უტიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ინვესტორების მხრიდან ნდობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. „ინტერვენციებით რეზერვების დაგროვება […]
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.