7 მარტივი ხერხი თიბისის ციფრულ ბანკში ფინანსური უსაფრთხოებისთვის

განაახლე თიბისის ციფრული ბანკი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც უფრო ახალი ვერსია გექნება, მით უფრო დაცული იქნები. დააყენე ძლიერი პაროლი აპლიკაციაში შესასვლელად ყველა მომხმარებელს სჭირდება პაროლი. პაროლთან ერთად, დამატებით ექვსნიშნა პასკოდსაც ვიყენებთ აპლიკაციაში შესასვლელად. მნიშვნელოვანია, რომ პაროლის შექმნისას გაითვალისწინო: · პაროლი […]
Georgian Airways-ი ვენის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით იფრენს

Georgian Airways-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს აახლებს. კომპანიის ინფორმაციით, ვენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესრულდება კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას. Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.
საქართველო- ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! – ავსტრიული მედია

ავსტრიული პოპულარული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. „ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას ავტორი საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს. „გასულ წელს საქართველო გახლდათ ITB Berlin 2023 მასპინძელი ქვეყანა, წელს კი ქვეყანა ვენის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა“,-სტატიაში ხაზგასმულია საქართველოსა და […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ 2000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას ეუბნება, რომ „ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ“ – ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების პიარია

„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, თქვენ არც მართლმადიდებლები ხართ, არც ქრისტიანები ხართ, არავინ ხართ და ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ – ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა პოლიტიკურად […]
დიმიტრი პესკოვი – უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის მონაწილეობის გარეშე აბსურდი და უპერსპექტივოა

ნებისმიერი გლობალური სამშვიდობო სამიტი უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც გამორიცხავს რუსეთს, აბსურდია და პერსპექტივა არ გააჩნია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი მტკიცებით, რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინასთან, რათა დაიცვას თავი დასავლეთისგან. „შესაძლებელია თუ არა უკრაინის პრობლემის მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე? პასუხი ცალსახაა – შეუძლებელია. იმიტომ, რომ უკრაინა გადაიქცა ინსტრუმენტად კოლექტიური დასავლეთის […]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონია მოიერიშე თვითმფრინავების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვას დათანხმდა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონია მოიერიშე თვითმფრინავების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვას დათანხმდა. BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა ტოკიომ ათწლეულების განმავლობაში არსებული პაციფისტური საგარეო პოლიტიკის შემდეგ პირველად გადაწყვიტა, გაერთიანებულ სამეფოსა და იტალიასთან ერთობლივად შექმნილი მოიერიშე თვითმფრინავები გაყიდოს. გამოცემის ცნობით, თითოეული თვითმფრინავის ექსპორტზე გასატანად აუცილებელი იქნება იაპონიის მინისტრთა კაბინეტის სრული მხარდაჭერა. ამასთან, ქვეყნის კაბინეტმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც 2027 […]
პაკისტანის საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა

პაკისტანის საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პაკისტანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული პირები სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში ტურბატის ბაზას დაეხნენ თავს. პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა საპასუხო ცეცხლის შედეგად, ხუთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელეს. „ჩვენ დიდ დანაკარგებს გადავურჩით“, – ნათქვამია პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯისტანის […]
სამი ფეხბურთელი სიის მიღმა – სანიოლმა საბერძნეთთან შეხვედრის სამატჩო განაცხადი დაასახელა

საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური მატჩისთვის ვილი სანიოლმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. 26 ფეხბურთელიდან შეხვედრისთვის ფრანგ სპეციალისტს სამი მოთამაშე უნდა ამოეგდო და ესენი ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზონოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, სიაში დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 7-ნომრიანი მაისურით საბერძნეთს 21:00 საათიდან შეუტევს. ჩვენი გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასეთია: მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი […]
მოსკოვის ტერაქტთან დაკავშირებით მაკრონი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს

მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს. მაკრონის თქმით, ISIS-ის ის დანაყოფი, რომელიც მოსკოვის ტერაქტზეა პასუხისმგებელი, ტერორისტულ თავდასხმას საფრანგეთის მიწაზეც გეგმავდა და ბოლო თვეების მანძილზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. ეს ინფორმაცია ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა. მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთმა რუსულ სამსახურებს ამ […]
დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა

დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა ამერიკა სუსტდება მსოფლიოში ძალის სხვა პოლუსების გაჩენის და გაძლიერების პარალელურად. დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა, -ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში […]