ხატია დეკანოიძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ ინიციატივაზე – ეს არის პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიგონა – ამას გაგრძელება არ ექნება, ეს არის ჩავარდნილი პროექტი მმართველი პარტიის მხრიდან

დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს, რომ ოპოზიციის ვითომ დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც არ მოხდება, რადგან საქართველოს მოქალაქეებს სრულიად სხვა პრობლემები აწუხებთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა. მისივე თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიგონა და რომელზეც […]

ევროპის საბჭოს ოფისი ახალ პროექტს – „გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“ იწყებს

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ახალ პროექტს „გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში (SFEM-GE)“ იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს მედიაგარემოს გაუმჯობესებას საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის სფეროში არსებული ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ორგანიზატორების განმარტებით, პროექტი მედიის რეფორმის კუთხით, ევროპის საბჭოს უწყვეტი მხარდაჭერის გამოხატულებაა და თანხვედრაშია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში გაწერილ პრიორიტეტებთან. პროექტი ორწლიანია და 3 ძირითად მიმართულებას […]

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხეო სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და საქართველოში, სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს. „შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების […]

მიხეილ ხიდურელი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

„აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა და სააგენტოს ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ასევე ისაუბრა სააგენტოს სამომავლო გეგმებზე. სააგენტოს ინფორმაციით, პრეზენტაციისას მიხეილ ხიდურელმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს მხარდამჭერ მექანიზმებზე ადგილობრივი ბიზნესის განსავითარებლად, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო გარემოს უპირატესობებს. “სავაჭრო პალატასთან სისტემატურად გვაქვს საქმიანი […]

ლაშა ტუღუში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კლასიკურ პროვოკაციას უწოდებს

ლაშა ტუღუში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კლასიკურ პროვოკაციას უწოდებს ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მათ სიწმინდეებს იცავენ – ეს არც პატრიოტულია, არც ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და არც ოჯახურ ღირებულებებს, ის ემსახურება კონკრეტული პარტიის პერსონალურ ინტერესებს, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტთან […]

სად ვუყუროთ საქართველო – საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს?

26 მარტს 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე საგზურს მოიპოვებს. თამაშს ათობით ათასი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება, ბილეთები კი სრულად გაიყიდა. სწორედ ამიტომ, თუ შენც მათ შორის აღმოჩნდი, ვინც თამაშს სტადიონზე ვერ […]

ძლიერი თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილის მონაცემებით, ძლიერი თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ […]

ვაზისუბანში მომხდარის გამო, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კაცს ბრალდება წარედგინდა

პროკურატურის ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინდა. თავდასხმა 24 მარტს, ვაზისუბანში მოხდა – 30 წლის ქალი მეზობელმა კაცმა დაჭრა და კიდურები მოატეხა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმეავე დღეს დააკავეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით სხეულის სხვადასხვა […]

„გარკვეული ტიპის შეღავათების დაწესება სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს“ – თორნიკე ცირამუა

ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობისთვის მთავრობა საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას გეგმავს. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში გადასახადები გაუნულდებათ. რა მოლოდინებს უქმნის სტარტაპებს დაგეგმილი ცვლილებები. თემაზე რადიო „კომერსანტის“გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ „Biliki“-ს დამფუძნებელმა თორნიკე ცირამუამ ისაუბრა. მისი თქმით აღნიშნული ინიციატივა საქართველოში სტარტაპეკოსისტემის განვითარებას ხელს შეუწყობს. „სტარტაპებისთვის თითოეული თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ასეთი ტიპის […]

არქიმ ელიტარული კომპლექსის “არქი რივერთაუნის” პრეზენტაცია გამართა

25 მარტს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი „არქი რივერთაუნის“ პრეზენტაცია გამართა. კომპლექსი პრესტიჟულ უბან დიღომი 8-სთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ შენდება, სადაც გამორჩეულ და მრავალფუნქციურ გარემოს შექმნის. პრეზენტაციას არქის პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებლები ილია წულაია, ზაზა ფაჩულია და მენი ბენიში, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი […]