სადგურის მოედანთან გარევაჭრობის წინააღმდეგ აქციას მართავენ

სადგურის მოედანთან, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, საიჯარო გადასახადი მუდმივად იზრდება, მაშინ, როცა ბაზრობის ზედა ტერიტორიაზე საქონელს შედარებით იაფად ყიდიან გარემოვაჭრეები, ბაზრობაში მოვაჭრეები კი კოტრდებიან. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მოვაჭრეები მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე ელოდებიან. “ვიხდით იჯარას […]

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული

თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სკოლაში, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვეს. მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი საავადმყოფოში გადაჰყავთ, ნაწილს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

როგორია ვაზისუბანში დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია ვაზისუბანში დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. დაშავებული კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა კვლავ საჭიროებს მედიკოსების დაკვირვებას. კლინიკაში შეყვანისას ქალს მთელ სხეულზე ათეულობით ჭრილობა და მოტეხილობა აღენიშნებოდა. “ქალა-სახის მოტეხილობა იყო, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მხრის – სახსრის მოტეხილობა, მუხლის სახსრის, მაჯის და მტევნის მოტეხილობა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის […]

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს – მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.

მოსკოვის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკს, ტერორიზმის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს, ტერორიზმის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ”სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის მოთხოვნა ვ.ვ. მალიუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ”, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში. მალიუკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი) ედება. ცნობისთვის, […]

ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით ოფიციალური შეხვედრები გაიმართა

ბრიუსელში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით გაიმართა ქართულის მხარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ეკონომიკურ საკითხებზე ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შიდა ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული თავებით გათვალისწინებული რეკომენდაციები. „კონკრეტულად, თემატური შეხვედრები შედგა საქონლის თავისუფალი გადაადგილების, საწარმო და […]

ვენესუელის ოპოზიციურმა კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატის დარეგისტრირება ვერ შეძლო

ვენესუელის ოპოზიციურმა კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატის დარეგისტრირება ვერ შეძლო, – ამის შესახებ ინფორმაცია „ერთიანი პლატფორმის“ წარმომადგენელმა, ომარ ბარბოსამ გაავრცელა. ომარ ბარბოსას ცნობით, ვენესუელის საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპოზიციურ კოალიციას საპრეზიდენტო კანდიდატის, კორინა იორისის სარეგისტრაციო ვადის ამოწურვამდე დარეგისტრირების უფლება არ მისცა. „ეს ვენესუელელთა უმრავლესობის უფლებების დარღვევას წარმოადგენს, ვისაც სურს, რომ ხმა ცვლილებებს მისცეს“, – განაცხადა ომარ ბარბოსამ. გასულ პარასკევს, […]

ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხალ სობარნას უმასპინძლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს. საუბარი შეეხო, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, […]

საქართველოში სადებეტო ბარათების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8,3 მლნ-ს შეადგენს

საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 13.7%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმზეა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისისთვის საქართველოში ბრუნვაში სულ 8.3 მლნ სადებეტო ბარათი იყო, გასული წლის თებერვალში კი 7.3 მლნ. თებერვლის მდგომარეობით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 4.2 მლნ-ს Mastercard-ი ფლობს, […]

სტომატოლოგიური სერვისების ტარიფები დაზღვეული და დაუზღვეველი პაციენტებისთვის შესაძლოა განსხვავებული იყოს

ზრდიან თუ არა კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის ტარიფებს სტომატოლოგიური კლინიკები? ეს კითხვა პაციენტების ნაწილს გაუჩნდა. მათი განცხადებით, როცა ინტერესდებიან, რა ჯდება იგივე მანიპულაცია დაზღვევის გარეშე, კლინიკაში უფრო ნაკლებ ტარიფს უსახელებენ, ვიდრე – დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში. პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ, მართალია, თანაგადახდის გამო, უფრო ნაკლების გადახდა უწევთ, ვიდრე დაუზღვეველ პაციენტებს, თუმცა საწყისი ტარიფი მათთვის მაინც მაღალია […]