სადგურის მოედანთან გარევაჭრობის წინააღმდეგ აქციას მართავენ

სადგურის მოედანთან, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, საიჯარო გადასახადი მუდმივად იზრდება, მაშინ, როცა ბაზრობის ზედა ტერიტორიაზე საქონელს შედარებით იაფად ყიდიან გარემოვაჭრეები, ბაზრობაში მოვაჭრეები კი კოტრდებიან.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მოვაჭრეები მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე ელოდებიან.
“ვიხდით იჯარას კეთილსინდისიერად, იანვარი, თებერვალი, მარტი, საერთოდ არ გვივაჭრია არაფერი, იმიტომ, რომ ზემოთ გაშლილია ბაზრობა, ყიდიან და ყიდიან, ვინ ჩამოვა ქვემოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწყო აქცია. მთავრობამ იზრუნოს ჩვენზე, მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, ან საგადასახადომ დაუწიოს გადასახადს, თუ არა და ჩვენც გამოვალთ ბაზრობის წინ, გავშლით და ვივაჭრებთ ასე, გადავკეტავთ გზას, როდემდე ასე”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ თავადაც ბანკის ვალები აქვთ და უჭირთ გადასახადების გადახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ