ოცნების კანონპროექტით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება

ქართული ოცნების მიერ ინიციირებული ცვლილებების თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება. საარჩევნო კოდექსში ამგვარი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. “საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში […]

ჰამასი ტყვეების გაცვლაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ს შეთავაზებას არ დათანხმდა

ჰამასი აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ტყვეების გაცვლაზე და დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდა. 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი მზად იყო 40 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 800 პალესტინელი პატიმარი ციხიდან გამოეშვა, მათ შორის 100 მკვლელობაში ბრალდებული. აღნიშნული შემოთავაზების ინიციატორი აშშ იყო. პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის ცნობით, ისინი მოლაპარაკებების პროცესში თავიანთ თავდაპირველ პოზიციებზე დარჩებიან. ჰამასი ღაზის სექტორიდან […]

ნაძალადევის სკოლაში მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ კლასში წიწაკის სპრეი გაუშვა, შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც ტაბულას განათლების სამინისტროში უთხრეს, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, პრევენციის მიზნით მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს.

მეგრელიშვილი: გვინდა, ერთი ვინმე მაინც ვიცოდეთ, ვინც პროპაგანდით ორიენტაცია შეიცვალა

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ქართულ ოცნებას “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპონენტების დემონიზაციისთვის სჭირდება. მეგრელიშვილის აზრით, დღეს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის პრობლემა არ დგას. “მე არცერთი პოლიტიკური ძალა არ ვიცი, რომლისთვისაც ეს თემა პრიორიტეტული იქნებოდა. ქართულ ოცნებას ეს იმისთვის სჭირდება, რომ მისი მოწინააღმდეგეების დემონიზაცია მოახდინოს, რომ თითქოს, ვიღაც სხვა ამას […]

თებერვალში გათხევადებული აირების იმპორტის 99,8% რუსეთიდან განხორციელდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, თებერვალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8% (6,46 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან. ამავე ცნობით, 2024 წლის თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 4 ათასი ტ, რაც 5,2 ათასი ტ-ით ანუ 56,5%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ათასი ტ) შედარებით. მიმდინარე წლის თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა […]

თებერვალში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით 77 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესყიდვა ისევ აქტიურად დაიწყო. როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, Bmatch პლატფორმის მეშვეობით გასული თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 77 მილიონი დოლარი შეისყიდა, რომელიც ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით განხორციელდა. ბოლო სამ თვეში სავალუტო რეზერვების მოცულობა 375 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვების გააქტიურება სავარაუდოდ, ამ […]

გაზრდილი ქეშბექის აქცია ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელებისთვის

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack კიდევ ერთ საგაზაფხულო აქციას იწყებს: ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელები, რომლებიც მეგობარ ობიექტებში შეიძენენ პროდუქციას თავისი სახლისთვის, გადახდილი თანხის 60%-მდე უკან დაიბრუნებენ. მათ, ვისაც სურს CashBack- ის აქციებში მონაწილეობა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, შეუძლია მარტივად გახსნას საბანკო ანგარიში და აიღოს Mastercard – ის ციფრული ბარათი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG […]

სებ-ში უპასუხეს გოცირიძის კრიტიკას ლარის კურსთან დაკავშირებით

ეროვნულ ბანკში უპასუხეს დეპუტატ რომან გოცირიძის კრიტიკას, რომელიც სავალუტო რეზერვებისა და ლარის კურსის საკითხს შეეხება. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, თებერვლის თვეში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლარი მყარდებოდა და ეროვნული ბანკი ამის საშუალებას არ აძლევდა. რომან გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არაა. „გუშინ ეროვნულმა […]

ათუკა ბახტაძის დამაჯერებელი გამოსვლა ADIDAS NEXT GENERATION-ის ტურნირზე

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა კალათბურთელმა, ათუკა ბახტაძემ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდებთან უწევდა ასპარეზობა, თავი გამოიჩინა. მოგეხსენებათ, ბახტაძე კაუნასის “ჟალგირისში” თამაშობს, რომელმაც დუბაიში გამართულ ADIDAS NEXT GENERATION-ის ტურნირში მოიღო მონაწილეობა . “ჟალგირისმა” ფინალში გააღწია, სადაც გერმანულ “ულმთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 84:89. ბახტაძეს ფინალში არ უთამაშია, […]

51 წლის კამერონ დიასი მეორე შვილის დედა გახდა – ” ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო” – Marao

51 წლის კამერონ დიასი მეორე შვილის დედა გახდა – ” ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო” – Marao ჰოლივუდის მსახიობის პირველი შვილი 2019 წელს დაიბადა, ცოტა ხნის წინ კამერონი მეორედ გახდა დედა. დედობამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. წარსულში ყველაზე ცნობილი მსახიობი დღეს უარს ამბობს დიდ ეკრანზე გამოჩენაზე. მის ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტი ოჯახია. „მოხარული ვართ […]