გაზრდილი ქეშბექის აქცია ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელებისთვის

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack კიდევ ერთ საგაზაფხულო აქციას იწყებს: ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელები, რომლებიც მეგობარ ობიექტებში შეიძენენ პროდუქციას თავისი სახლისთვის, გადახდილი თანხის 60%-მდე უკან დაიბრუნებენ. მათ, ვისაც სურს CashBack- ის აქციებში მონაწილეობა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, შეუძლია მარტივად გახსნას საბანკო ანგარიში და აიღოს Mastercard – ის ციფრული ბარათი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG […]

ალექსანდრე ლუკაშენკომ „საზღვრის ყველა დამრღვევის განადგურების“ ბრძანება გასცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვარზე შესაძლო პროვოკაციებზე მკაცრი რეაგირების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ საზღვრის ყველა დამრღვევი უნდა განადგურდეს. „საჯაროდ ვიტყვი: ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის საშუალებით უნდა შეწყდეს. მათთან ხუმრობას აზრი არ აქვს. დაარღვია სახელმწიფო საზღვარი – განადგურება,” – განაცხადა ლუკაშენკომ ოშმიანის რაიონში, სადაც მან ტერიტორიის ის მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების […]

იაშვილის კლინიკა – აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განმარტავენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განუცხადეს, მედიკამენტ „ვოსორიდიტს“ ეფექტი ნამდვილად აქვს, ჯამში კი ინექციებს 11 ბავშვი იღებს. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ინიექციის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ალერგიული რეაქცია […]

თურქეთის 30 პროვინციაში, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით 30 პროვინციაში ჩატარდა. „სპეცოპერაციების შედეგად დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა, საორგანიზაციო დოკუმენტები და ციფრული მასალებია ამოღებული“, – წერს ალი იერლიკაია X-ზე.

ირაკლი ზარქუა – ბიჭო, თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, შვილს ქალიშვილი, ვაჟიშვილი დაუძახო, დედას – დედა და მამას – მამა, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირში და დანარჩენ გაერთიანებებში

ბიჭო, თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, რომ შვილს ქალიშვილი, ვაჟიშვილი დაუძახო, დედას დედა დაუძახო და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა მაშინ ევროკავშირში და დანარჩენ გაერთიანებებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ახალ კონსტიტუციურ პროექტს. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მთავარი არის, რომ “უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ და ამაში […]

იმერეთის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში […]

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრაბსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს

უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას თენგიზ ჭანიას მეგობრები უდასტურებენ, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 48 წლის მებრძოლის საქართველოში ჩამოსვენების თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. მეგობრები ვარაუდობენ, რომ ეს დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება. თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 […]

ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხალ სობარნას უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს. საუბარი შეეხო, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის […]