რუსეთმა საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად დააპატიმრა ყირიმის ხიდზე „ტერაქტისთვის“

მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ზომა – პატიმრობა. ამის შესახებ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 26 მარტს, წერს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“. რუსეთი ინასარიძეს ადანაშაულებს 2022 წლის ოქტომბერში, ყირიმის ხიდზე „ტერაქტის“ მოწყობაში. „ტასის” ცნობით, ანალოგიური ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკს. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის […]

ვლადიმირ კარა-მურზას მეუღლე პატიმრების გაცვლისკენ მოუწოდებს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას მეუღლემ რუსეთის ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად პატიმრების გაცვლა მოითხოვა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ევგენია კარა-მურზამ ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა. “როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, აუცილებელია ყველა მეთოდის გამოყენება ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად”, – განაცხადა ევგენია კარა-მურზამ. 42 წლის კარა-მურზას 25 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა, სამშობლოს ღალატის და უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის […]

ემილ ავდალიანი – არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია

სავარაუდოდ, ვინ შეიძლება იდგეს მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან და რა შეიძლება იყოს მომხდარის მიზეზები, რა კორექტივები შეაქვს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომსა და წითელ ზღვაში დაძაბულობას ახალი სავაჭრო გზების ძიებაში, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ახლა ვაშინგტონი და ევროკავშირი ისრაელისგან „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას ითხოვს, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა. […]

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. […]

დმიტრო კულება დასავლეთს – მოგვეცით წყეული Patriot-ები

მოგვეცით წყეული Patriot-ები – ჩვენ რომ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ები გვქონდეს, შევძლებდით დაგვეცვა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, არამედ ასევე ჩვენი ეკონომიკა განადგურებისგან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმს, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, ეს სისტემები ასევე ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას ფრონტის ხაზზე, სადაც რუსული ავიაცია მასიურად იყენებს ავიაბომბებს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო […]

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად, ხიდი ჩაინგრა – რამდენიმე ავტომობილი მდინარეში გადავარდა, მაშველები 20-მდე ადამიანს ეძებენ

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად, ფრენსის სკოტის ხიდი ჩაინგრა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, რამდენიმე ავტომობილი მდინარეში გადავარდა და მაშველები, ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს ეძებენ. ”სამწუხაროდ, მდინარე პატაპსკოში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი და რამდენიმე ავტომობილი იყოს“, – განაცხადა ბალტიმორის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა, კევინ კარტრაიტმა CNN-თან საუბარში.

ირაკლი ზარქუა – 7-კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა – რა ვუშველო, რა ვუყო, არ ვიცი, არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს

რაღაც 7-კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა – რა ვუშველო, რა ვუყო, არ ვიცი – არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს – აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური […]

იაგო ხვიჩია – სანამ „ქართული ოცნებიდან“ ვინმე არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი, იქამდე პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ – ამის შემდეგ შეიძლება შეგვეცოდოს რომელიმე მათგანი და ჩავთვალოთ, რომ საფრთხე რეალურია

ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ მთავრობა რომ არ ზრუნავდეს თქვენზე, თქვენ “გაპიდარასტდებით”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა. მისივე თქმით, თუ “ქართულ ოცნებას” ლგბტ პროპაგანდით ერთი დაზარალებულიც არ ჰყავს, დანარჩენ საქართველოზე ზრუნვის მორალური უფლება არ გააჩნიათ. “არავის ამდენი […]

სოსო გიორგაძე კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის დაწყების ღონისძიება იმართება

„საქპატენტის“ თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე მოლდოვას დედაქალაქში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრების დარგში ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის EU4IP დაწყების ოფიციალური ღონისძიება იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, პროექტში, „საქპატენტთან“ ერთად, მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტო (AGEPI) და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ეროვნული უწყება (UANIPIO) ჩაერთვება. „აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის დაწყებას წინ უძღოდა ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური […]

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ირანს ეწვევა

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ირანს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს. „ისმაილ ჰანიე, სამშაბათს თეირანში მოგზაურობის დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდება“, – აცხადებს IRNA. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა. ცნობისთვის, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი […]