გაზრდილი ქეშბექის აქცია ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელებისთვის

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack კიდევ ერთ საგაზაფხულო აქციას იწყებს: ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელები, რომლებიც მეგობარ ობიექტებში შეიძენენ პროდუქციას თავისი სახლისთვის, გადახდილი თანხის 60%-მდე უკან დაიბრუნებენ. მათ, ვისაც სურს CashBack- ის აქციებში მონაწილეობა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, შეუძლია მარტივად გახსნას საბანკო ანგარიში და აიღოს Mastercard – ის ციფრული ბარათი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG […]

უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, თენგიზ ჭანიას, ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს

უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული საქართველოს მოქალაქის, თენგიზ ჭანიას ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს. აფხაზეთიდან დევნილი 48 წლის კაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. უცნობია, როდის მოხდება ქართველი მებრძოლის გადმოსვენება სამშობლოში. აფხაზეთიდან დევნილი ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე იყო. ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელიც. […]

„დაამტკიცონ სწორი ვარ, თუ ვტყუი“ – მამუკა მდინარაძე

გამოიტანონ სააშკარაოზე – რაში იღებენ და რაში ხარჯავენ ფულს, მერე გამოჩნდება ყველაფერი. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ კანონს არ ვიღებდით. ახლა ვამბობთ, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ იკადრონ, გაბედონ და დადონ თავისი ფინანსები. ხომ იძახიან რომ გამჭვირვალეა ყველაფერიო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არასამთავრობო […]

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები 3 თვეში 1-დან 3 სმ-მდე გაიზარდნენ – იაშვილის კლინიკა

იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები მკურნალობის დაწყების შემდეგ, 3 თვეში, სიმაღლეში 1-დან 3 სანტიმეტრამდე გაიზარდნენ. ბავშვები მედიკამენტ „ვოსორიდიტით“ 15 ნოემბრიდან მკურნალობენ, ტაბულას იაშვილის კლინიკაში უთხრეს, რომ მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს. “მკურნალობის კურსი 1 წლიანია და ყველა ბავშვი მას ბოლომდე მიიყვანს”.- გვითხრა საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ. ივლისში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი […]

ბალტიმორში კონტეინერმზიდი ხომალდი ხიდს შეეჯახა და ჩამოანგრია

მერილენდის შტატში, ბალტიმორში, კონტეინერსაზიდი გემი DALI, რომელიც სინგაპურის დროშას ატარებდა, ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდს დაეჯახა და ჩამოანგრია. ამის შესახებ CNN წერს. “948 ფუტის სიგრძის (რედ. – დაახლოებით 300 მეტრი) კონტეიერმზიდი DALI Francis Scott Key ხიდს დაეჯახა […] და შედეგად, ის ჩამოინგრა”. – წერია აშშ-ს სანაპირო დაცვის მეხუთე განყოფილების საჯარო ურთიერთობების ხელმძღვანელის განცხადებაში. შემთხვევის ადგილას […]

პატრუშევის მტკიცებით, კროკუს სითი ჰოლზე მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინა დგას

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ირწმუნება, რომ კროკუს სითი ჰოლზე მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინა დგას. ჟურბალისტებმა პატრუშევს ჰკითხეს, გასულ დღეებში მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინა იდგა თუ ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რაზეც უშიშროების საბჭოს მდივანმა უპასუხა: “რა თქმა უნდა, უკრაინა”. პატრუშევს კითხვა ტელეგრამ-არხი SHOT-ის ჟურნალისტმა დაუსვა. გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კროკუს სითი ჰოლში მომხდარ […]

თურქეთის მზარდი თანამშრომლობა რუსეთთან

პირველი ატომური ელექტროსადგური თურქეთში ამ წლის ბოლომდე ამოქმედდება. რუსული რეაქტორების მშენებლობას იქ „როსატომი“ მალე დაასრულებს. თურქეთი რუსეთთან თანამშრომლობით, კიდევ ერთი ატომური სადგურის აგებას გეგმავს. მოლაპარაკება მესამე სადგურის აშენების მიზნით, ჩინეთთანაც მიმდინარეობს.

ბავშვების უფლებების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს ისინი ეძახიან ჰომოფობიას – ეს არის ღირებულებითი ომი, რომელშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე

ბავშვების უფლებების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს ისინი ეძახიან ჰომოფობიას – ეს არის ღირებულებითი ომი, რომელშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე ჩვენ ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ, ერთმანეთისგან აბსოლუტურად გავაცალკეოთ და პროპაგანდისტები ცდილობენ, რომ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ. ეს არის მთავარი ღირებულებითი ხაზი, ღირებულებითი ომი, რომელ ომშიც ვერ გაიმარჯვებენ […]

თავდაცვის მინისტრმა სლოვაკ დიპლომატებს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა სლოვაკ დიპლომატებს უმასპინძლა თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან, მატუს ბუსოვსკისთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ მილან შინტაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ […]

მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობის“ არხებზე უნდა გადართოთ და იქ, სადაც უტევენ, ქვეყანას პროგრესი აქვს – ნეგატიური კამპანიით იბრძვიან იქ, სადაც კარგი შედეგი გვაქვს!

„ნაცმოძრაობის“ არხებზე უნდა გადართოთ და იქ, სადაც უტევენ, ქვეყანას პროგრესი აქვს – ნეგატიური კამპანიით იბრძვიან იქ, სადაც კარგი შედეგი გვაქვს! – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მდინარაძემ ამ კონტექსტში ყურადღება სასამართლოზე, სიღარიბესა და მიგრაციაზე გაამახვილა. “სასამართლოში პროგრესი გვაქვს და “ნაცები“ და მათი ტელევიზიები სასამართლოს უტევენ. სიღარიბე, რა თქმა უნდა, აღმოფხვრილი არ არის, […]