თბილისში მდებარე კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ

თბილისში მდებარე კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ. სამართალდამცველები ბომბს ეძებენ, რომლის არსებობის შესახებ მათ ანონიმური ზარის მეშვეობით შეატყობინეს. შენობიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და პედაგოგები. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 32-ე სკოლიდან კლინიკაში გადაყვანილი მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტავენ, რომ 32-ე სკოლიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტში განუცხადეს, არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის “მძიმე და სერიოზული”. რამდენი პირი გადაიყვანეს ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების გამო სკოლიდან სამედიცინო დაწესებულებაში, სასწრაფო დახმარების სამსახურში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ. ცნობისთვის, თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის […]
მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურად და ახლა მისი ხელმძღვანელობით ყველა ერთად ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ – ვიღაცა რომ გამოხტება და რაღაცებს დააბრალებს, არ გვაინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურადაც და ახლა ყველა ერთად მისი ხელმძღვანელობით ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ – კეთილისათვის ბოროტის იარლიყის მიწებება არის უდიდესი ბოროტება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ამერიკელი პოლიტოლოგის, ფრენსის ფუკუიამას განცხადება შეაფასა, რომ “ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს, ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც დემოკრატიას ანგრევს”. მისივე თქმით, საქართველოს […]
მოსკოვის სასამართლომ Wall Street Journal-ის რეპორტიორს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

მოსკოვის სასამართლომ ამერიკელ რეპორტიორ ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა სამი თვით გაუხანგრძლივა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი მოსკოვის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დარჩება. გერშკოვიჩს რუსეთი ჯაშუშობაში ადანაშაულებს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო Wall Street Journal-ი და აშშ-ის მთავრობა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. […]
დაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული

დაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც სკოლაში სამართალდამცავები მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, შეტყობინება ასაფეთქებელ მოწყობილობას უკავშირდება. „სამინისტროდან შეგვატყობინეს, რომ 112-ში შეტყობინება იყო. არ ვიცით კონკრეტულად რა. შენობაში სამართალდამცავები იმყოფებიან. სასწავლო პროცესი ქართულ სექტორში დასრულებული იყო, მიმდინარეობდა რუსული სექტორის სასწავლო პროცესი. განხორციელდა ევაკუაცია. სკოლის შენობაში […]
იგეგმება თუ არა მტკვარი ჰესის გაყიდვა და როდის დასრულდება მშენებლობა?

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, მტკვარი ჰესის პროექტის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. „კომერსანტის“ ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების პარალელურად მტკვარი ჰესის გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. როგორც თანაინვესტირების ფონდში გვითხრეს, სხვადასხვა პროექტებზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად მტკვარი ჰესით დაინტერესებული ინვესტორი არსებობს თუ არა ამ ეტაპზე, ეს საკითხი კონფიდენციალურია და […]
„მაგათი ბებიები გვყავს მძევლად… ჩვენ მეტი ჯვარი გვაქვს დროშაზე“ – როგორ ეხმაურება ინტერნეტი საქართველო-საბერძნეთის მატჩს

დღეს, 26 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. მატჩის დაწყებამდე, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები სახალისო კომენტარებს აქვეყნებენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„ვერასდროს გავიგებთ რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: „კიდევ ერთხელ ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის არაგამჭვირვალობაზე: გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თებერვლის თვეში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 77,5 მილიონი დოლარი. მარტის თვეშიც გაგრძელდა ალბათ ეს პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ზრდის რეზერვებს ლარის დასუსტების ხარჯზე. აქ არ არის საუბარი იმაზე, სწორია ეს თუ […]
„10 მცნებას ვასწავლი იქაურებს და ვუხსნი, რომ მამაზეციერის გადაწყვეტილებით ცილისმწამებლები ჯოჯოხეთის კუპრში დაიწვებიან“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ჩემი საკომუნიკაციო სტრატეგია გარემოებებით ნაკარნახევია. გარდა იმისა რომ ტელევიზიები მებლოკება ჩემი მოსაზრებების გამო, ისედაც საინფორმაციო ნიაღვარი მოედინება და კონკურენცია ადამიანების თვალებზე, ყურებზე და გულებზე წარმოუდგენლად გაზრდილია. მტრის ბანაკში შევარდნა და იქ შეკრებილთა შოკირება ერთერთი ხერხია, რასაც ვიყენებ რომ ყურადღება მომაქციონ – ჩემი გზავნილი დაინახონ. ორი დღეა პოსტივიზე […]
ხმაური ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთს აგინეს და ბოთლები ესროლეს

ბოთლების სროლა, გინება და ჩხუბი ბათუმის საკრებულოში – სხდომათა დარბაზში ერთმანეთს გახარიას პარტიის და “ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მიზეზი მშენებლობის ნებართვების გაცემის წესში დაგეგმილი ცვლილებები გახდა. მმართველი პარტიის აგრესია ოპოზიციის კითხვას მოჰყვა. პარტია “საქართელოსთვის” წევრი აკაკი ღვინიანიძე დაინტერესდა, იყო თუ არა იმ ტერიტორიებზე, სადაც მშენებლობის ნებართვები გაიცემა, იყო თუ არა გათვალისწინებული ადგილები ავტოსადგომებისთვის. ოპოზიცინერი დეპუტატის […]