„10 მცნებას ვასწავლი იქაურებს და ვუხსნი, რომ მამაზეციერის გადაწყვეტილებით ცილისმწამებლები ჯოჯოხეთის კუპრში დაიწვებიან“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი საკომუნიკაციო სტრატეგია გარემოებებით ნაკარნახევია.
გარდა იმისა რომ ტელევიზიები მებლოკება ჩემი მოსაზრებების გამო, ისედაც საინფორმაციო ნიაღვარი მოედინება და კონკურენცია ადამიანების თვალებზე, ყურებზე და გულებზე წარმოუდგენლად გაზრდილია.
მტრის ბანაკში შევარდნა და იქ შეკრებილთა შოკირება ერთერთი ხერხია, რასაც ვიყენებ რომ ყურადღება მომაქციონ – ჩემი გზავნილი დაინახონ.
ორი დღეა პოსტივიზე ვერთობი.
10 მცნებას ვასწავლი იქაურებს და ვუხსნი, რომ მამაზეციერის გადაწყვეტილებით ცილისმწამებლები ჯოჯოხეთის კუპრში დაიწვებიან.
დგანან და მწყევლიან, და აი რა შუაში ვარ, მე მხოლოდ მამაზეციერის გზავნილს ვავრცელებ“

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა