საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პიტერ ფიშერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. „ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის […]

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. „სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში. აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები […]

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის […]

„აგროჰაბის“ მეხუთე ფილიალი თბილისში გაიხსნა

“აგროჰაბის“ მეხუთე ფილიალი თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე გაიხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის 4-სართულიანი მულტიფუნქციური სივრცე, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებელთა ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას და მაღალი ხარისხის სერვისს გულისხმობს. “აგროჰაბის“ გახსნის ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლისას მიესალმა ახალი ფილიალის გახსნას. „მართლაც სასიხარულო დღეა თბილისითვის – ახალი, ძალიან […]

ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ზელენსკიმ დანილოვის შემცვლელად ალექსანდრე ლიტვინენკო დანიშნა, რომელიც აქამდე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 25 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 87.5 (+1.32) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81.95 (+0.29) დოლარი/ბარელზე.

რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო: მაშველებმა დაასრულეს „კროკუს სიტი ჰოლის“ ნანგრევების გაწმენდა

მაშველებმა დაასრულეს მოსკოვის გარეუბანში „კროკუს სიტი ჰოლის“ ნანგრევების გაწმენდა, იტყობინება რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო. „უწყების სპეციალისტებმა მთლიანად მოახდინეს ხანძრის შედეგების ლიკვიდაცია და დაასრულეს ნანგრევების გაწმენდა. შემდგომი სამუშაოები მექანიზებული საშუალებით ჩატარდება საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით,“ ნათქვამია განცხადებაში. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს მონაცემებით, დაშალეს და გაიტანეს 900 კუბურ მეტრზე მეტი დანგრეული კონსტრუქციები. სანამ მუშაობას მძიმე ტექნიკა შეუდგებოდა, მაშველები ხელით […]

სანიოლმა საბერძნეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დასახელა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

ნიკა გვარამია – ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს. „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა […]

შალვა პაპუაშვილი – გამოვაცხადე ცესკო-ს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი – მივიღე გადაწყვეტილება, შესარჩევი კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში იყო

დღეს გამოვაცხადე ცესკო-ს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით. შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის შესარჩევი კომისიის კანდიდატებს კომისიის წევრობაზე თანხმობისთვის. ამავე ბრძანების თანახმად, ასევე, განისაზღვრა […]