ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი […]

10 ყველაზე დიდი ჯეკპოტი, რომელიც ამერიკაში გათამაშდა

ლატარიის თამაშები ყველაზე მასშტაბურ სახეს აშშ-ში იძენს, სადაც რეკორდული ოდენობის თანხები ყოველწლიურად თამაშდება. ამერიკის ბაზარზე ორი მთავარი კომპანია ფიგურირებს. ესენია Powerball და Mega Millions. 10 ყველაზე დიდი ლატარიის ჯეკპოტი, რომელიც ამერიკაში გათამაშდა, შემდეგნაირად გამოიყურება: 1) Powerball – 2.04 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2022 წლის ნოემბერში, კალიფორნიაში. 2) Powerball – 1.765 მილიარდი დოლარი, რომელიც გათამაშდა 2023 […]

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად გაეროს სანქციებისა – Financial Times

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი გაეროს სანქციებისა. სანქციები 2017 წელს დაწესდა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის თანახმად, ნავთობის მიწოდება დაიწყო 7 მარტს. ეს ჩრდილოეთ კორეაში განხორციელებული პირველი დადასტურებული ექსპორტია გაეროს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ. სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში […]

“ინიციატივა აშკარა თავდასხმაა ადამიანის უფლებებზე” – Amnesty “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვაზე

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “დისკრიმინაციული” საკონსტიტუციო პროექტი, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს ისეთ საჯარო გამოხატვას, ან საჯარო შეკრებას, რაც შეიძლება, ჩაითვალოს “ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის ხელშეწყობად”. გავრცელებული განცხადებით, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “დაუყოვნებლივ” უარი თქვას ინიციატივაზე და უზრუნველყოს ადამიანის უფლებები საქართველოში. “ლგბტი ადამიანებს, ისევე როგორც ყველა ინდივიდს, უფლება აქვთ, დაცული იყვნენ დისკრიმინაციისგან და სრულად ისარგებლონ ადამიანის ყველა უფლებით, გამონაკლისის […]

ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს. მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანია […]

Bloomberg-ი – ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი

ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პუტინის უახლოეს გარემოცვაში ზოგი ადამიანი არ ეთანხმება თეზისს, რომ 22 მარტს “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. წყაროები აღნიშნავენ, რომ სროლასთან უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი […]

II კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, II კვარტალში ფასების ზრდას გამოკითხული კომპანიების 25% ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიების 18%-მა I კვარტალში გაყიდვების ფასები უკვე გაზარდა. ძირითადი სექტორი, რომელმაც ფასები უკვე გაზარდა (30%) და კვლავ გეგმავს (40%), მშენებლობაა. ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მომსახურების სექტორში შეინიშნება, ვინაიდან 2024 წლის I კვარტალში ფასები მხოლოდ 14%-მა გაზარდა. „I კვარტალში, […]

რუსი გამომძიებლები დაკითხვას უტარებენ „კროკუსის“ ტერაქტში ბრალდებულთა ნათესავებს ტაჯიკეთში

ტაჯიკეთში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხვაზე წაიყვანეს „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტში ბრალდებულთა ნათესავები. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინება. ერთ-ერთი ბრალდებულის, საიდაკრამ რაჯაბალიზოდის ნათესავმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტერაქტის შემდეგ დუშანბეში წაიყვანეს დაკითხვაზე რაჯაბალიზოდის დედა, ძმა, ცოლი და ორი ბიძა. ოჯახი ქალაქ ვაჰდათში ცხოვრობს. ჟურნალისტებმა მიაკითხეს კიდევ ერთი ბრალდებულის, ფარიდუნა შამსიდინის სახლს ჰისარში, მაგრამ მისი მშობლები და […]

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში. აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პიტერ ფიშერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება […]