გიორგი გიგაშვილის მსოფლიო აღიარება

პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უნიჭიერესი და გამორჩეული ხელოვანია: BBC Radio 3-მა ტერენს ჯად-ჰალის პრემიის გამარჯვებულად პიანისტი გიორგი გიგაშვილი დაასახელა. ყოველწლიურად BBC Radio 3 New Generation Artists-ის გამორჩეულ პიანისტს ირჩევს. გამარჯვებულისთვის დაწესებული პრიზებია: მინიმუმ ერთი საკონცერტო გამოსვლა Hallé-სთან ერთად The Bridgewater Hall-ში; კამერული კონცერტი ჰალეს მუსიკოსებთან ერთად Hallé St Peter’s-ში; სოლო კონცერტი მანჩესტერის […]
ტრამპს თავისი სოციალური ქსელი ბირჟაზე გააქვს

CNN-ის ინფორმაციით, Digital World Acquisition Corp -ის აქციონერებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპის სოციალური მედია Truth Social-ის კომპანიასთან შერწყმის გარიგებას, რომელმაც შესაძლოა, ყოფილ პრეზიდენტს 3 მლრდ დოლარის შემოსავალი მოუტანოს. ახლად გაერთიანებული კომპანია Trump Media-ს აქციების საჯარო ვაჭრობა შესაძლოა მიმდინარე კვირას გაიმართოს საფონდო სიმბოლოთი- DJT (ტრამპის ინიციალები). ჯერ უცნობია, თუ რა იქნება გაერთიანებული კომპანიის აქციათა საწყისი ფასი. […]
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში. აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის […]
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის პირველი ტაიმი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრასთან განსხვავებით სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, მიქაუტაძის ნაცვლად დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ პოიეტმა ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა. მოლოდინისამებრ დებიუტი დაძაბული გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, კვარაცხელია ორჯერ წააქციეს და ბოლდოკმა ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ციმიკასმა […]
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ანა ნაცვლიშვილი – ლგბტ პროპაგანდა „თეთრი ძაფით ნაკერია“, ერთადერთი პროპაგანდისტი ქვეყანაში „ქართული ოცნებაა“ – მმართველი გუნდის მცდელობაა, გადაფაროს შეუსრულებელი დაპირებები

ერთადერთი პროპაგანდისტია ქვეყანაში და ეს პროპაგანდისტია „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონპროექტს გამოეხმაურა. ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, რომ გადაფარონ თავიანთი შეუსრულებელი დაპირებები. „იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ, მართლა ბავშვები დაიცვან, ოჯახები დაიცვან და გააძლიერონ, იმის ნაცვლად, რომ მართლა […]
Bloomberg – ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი

ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პუტინის უახლოეს გარემოცვაში ზოგი ადამიანი არ ეთანხმება თეზისს, რომ 22 მარტს “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. წყაროები აღნიშნავენ, რომ სროლასთან უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი […]
40 საათიანმა სამუშაო კვირამ ხარჯები მინიმუმ 15%-ით გაგვიზარდა – „აჭარა ტექსტილი“

სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის“ დირექტორი, გია ლომინაძე ამბობს, რომ 40-საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლამ კომპანიას შრომის ანაზღაურების მიმართულებით დანახარჯები 15%-ით გაუზარდა. როგორც გია ლომინაძემ BMG-სთან განაცხადა, გაზრდილი ხარჯების ფონზე, საქართველო კონკურენტუნარიანობას კარგავს, ამიტომ სავარაუდოა, რომ დამკვეთები სხვა ქვეყნებზე გადაერთვებიან. საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა. ჩამონათვალში აღარაა ისეთი საქმიანობები, […]
ხორგუაშვილის ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი

გიამბობთ სამხედრო “ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდზე”, რომლის მიზანიც, დაშავებულ-დაჭრილ მებრძოლებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვაა. ფონდი ამერიკაში, 2021 წელს დაფუძნდა და მას თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი დავით ხორგუაშვილი ხელმძღვანელობს. ფონდის ისტორია, აწმყო და მომავლის გეგმები – დეტალები ჩვენს სიუჟეტში.
არის თუ არა დასავლეთის ჩართულობა უკრაინაში, მარიონეტული ომი რუსეთის წინააღმდეგ

იმის გამო, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას, გარკვეული შეფერხებებით, მაგრამ მაინც აგრძელებენ, მოსკოვი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტული ომის წარმოებაში ადანაშაულებს. სინამდვილეში, ექსპერტების აზრით, რეალობა გაცილებით რთული და მრავალწახნაგოვანია.