საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს. მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების […]

საგრადა-ფამილიას მშენებლობა 2026 წელს დასრულდება

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის პროექტის, საგრადა-ფამილიას მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. საგრადა-ფამილიას ბაზილიკის მშენებლობა 140-ზე მეტი წლის წინ დაიწყო. ახლა მე-6 კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც სრული პროექტიც დასრულდება. ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ანტონიო გაუდის პროექტის მიხედვით საგრადა-ფამილიას, იგივე წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო, თუმცა მშენებლობის ოფიციალური ნებართვა მხოლოდ 5 […]

კომპანიების უმეტესობა ელის, რომ მომდევნო 6 თვეში ლარის კურსი დოლართან არ შეიცვლება – BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 86%-ის მოლოდინია, რომ მომდევნო 6 თვეში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არ შეიცვლება, გამყარების მოლოდინი 10%-ს აქვს, გაუფასურებას კი მხოლოდ 4% ელის. I კვარტალში, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით, 26 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების მოლოდინი აქვთ. […]

უკრაინის დახმარების კანონპროექტი და კონგრესმენები

უკრაინისთვის დახმარების დაფინანსების საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტას ელოდება. წარმომადგენელთა პალატაში საგარეო დახმარების საკითხების, მათ შორის უკრაინისთვის დახმარების დაფინანსების საკითხის განხილვა აპრილის შუა რიცხვებამდე გადაიდო. სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ჯონსონმა კენჭისყრაზე არ გაიტანა. რესპუბლიკელებს სურთ ამ კანონპროექტზე კენჭისყრასთან ერთად, საიმიგრაციო კრიზისის მოსაგვარებელი ზომებიც გატარდეს. თუმცა ზოგიერთი რესპუბლიკელი ზოგადად ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიით არის […]

ტაუნსენდი: ახლა, როცა პუტინი ფანჯარაში იყურება, იქ ნატოს ხედავს

ნატო 75 წლის წინ დაარსდა და მასში თავდაპირველად 12 წევრი შედიოდა. შვედეთი ალიანსის უახლესი და 32-ე წევრი გახდა. ჯიმ ტაუნსენდი, რომელიც პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი და 8 წლის განმავლობაში, ნატოს და ევროპის საკითხებში, თავდაცვის მდივნის თანაშემწე იყო, ამბობს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შედეგად, ახლა „როცა პუტინი ფანჯრიდან იხედება ნატოს ხედვას“. ის ასევე საუბრობს არქტიკაში […]

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პოსტზე ბეტინა ბუღანი დაინიშნა, რომელიც სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბეტინა ბუღანი საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება აქვს, კერძოდ, ის მაღალ თანამდებობებს იკავებდა როგორც გაერო-ში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბეტინა […]

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის საბჭო. მათივე ცნობით, ახალი ხელმძღვანელი თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს. საბჭოს ინფორმაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ ბეტინა ბუღანის აქამდე, ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო […]

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად ბეტინა ბუღანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ბუღანი აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს. ბუღანის აქამდე მაღალი თანამდებობა ეკავა გაეროში, საფრანგეთის ჟანდარმერიაში და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბეტინა ბუღანი დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.