საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვებას გუშემატკივართან ერთად რესპუბლიკის მოედანზე ზეიმობს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც შეკრებილ გულშემატკივართან ერთად აღნიშნავენ გამარჯვებას. რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე „ქართული ოცნების“ წევრები. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.

ვილი სანიოლი – ჩემს გარემოცვაში არიან პროფესიონალები – დღეს ყველა ფანტასტიკურად დაიხარჯა

მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომელსაც განვიცდი – ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს, ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფანტასტიკურად დაიხარჯა. „წარსულში, შეიძლება ბევრი ფიქრობდა […]

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა რესპუბლიკის მოედანზე გააკეთა, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობენ. „დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, – […]

ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივარს – თქვენ იყავით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ გავიმარჯვეთ – უბედნიერესები ვართ

გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ დავწერეთ ისტორია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გამარჯვების შემდეგ მედიასთან განაცხადა. გიორგი მამარდაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. არა მარტო დღეს, არამედ მთელი წელიწად-ნახევარი გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათ დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი […]

კახა კალაძე – ისტორია დაიწერა, ამაყი ვარ – ყველას გილოცავთ

ისტორია დაიწერა, ამაყი ვარ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მან საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცა. „არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა, ნამდვილად. ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელი. სამწუხაროდ, მე როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად ან ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა ან მსოფლიოზე, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი […]

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე – ზეიმი თბილისში

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველომ საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში, ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტების სერიამ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს. საქართველოს გამარჯვება მიულოცა, […]

“მადლობა, ჩვენ ეს შევძელით!” – ხვიჩა კვარაცხელიას და გურამ კაშიას კომენტარები საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ

ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. “მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატივარს, რომლებიც გვგულშემატკივრობდნენ 120 წუთის განმავლობაში. მადლობა, ჩვენ ეს შევძელით! ახალ სიმაღლეზე ასვლა მოვახერხეთ. საბერძნეთის ნაკრებს მადლობას ვუხდი, შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ. […]

“ამას ახლა გავამხელ…” – ხვიჩა კვარაცხელია სასიხარულო ამბავს გვიზიარებს [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭის მშობლები გახდებიან – სასიხარულო ამბავი კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ თავად გააჟღერა. “ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ბედ­ნი­ე­რი დღეა. სა­პა­ნას არ­ხი­დან გა­ვაჟ­ღე­რებ, რომ ბიჭს ვე­ლო­დე­ბი” – თქვა კვა­რამ Geo Team-თან ინტერვიუში.

ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

ერთა ლიგის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი თამაშის ძირითადმა დრომ და დამატებითმა ტაიმებმა გოლების გარეშე ჩაიარა. ამ გაამრჯვებით საქართველოს ნაკრები ივნისში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც გერმანიაში გაიმართება. უკვე ცნობილია, თუ ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. საქართველოს ნაკრები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს პირველი თამაში ევროპის […]

აშშ-ის საელჩო – ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას – გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ facebook-ზე ავრცელებს. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საქართველომ “დინამო არენაზე” საბერძნეთის ნაკრებს პენალტების სერიაში სძლია.