გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი […]

ევროპის ჩემპიონატის სიაში საქართველოს დროშა გამოჩნდა

18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ | თურქეთი – საქართველო 22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ | საქართველო – ჩეხეთი 26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ | საქართველო-პორტუგალია

“ასეთი ემოცია არასდროს მქონია, მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, მათი დიდი დამსახურებაა, რაც მოხდა!” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ერთა ლიგის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს გამოეხმაურა. “უბედნიერესი ადმიანი ვარ, მთელ საქართველოს ვულოცავ. ესაა ისტორია, რომელიც დაიწერა, ამისთვის ვიბრძოდით ათეული წლები. დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ როგორც არასდროს, როგორც ფეხბურთელებით, ასევე გულშემატკივრებით, მათიც, ვინც ვერ დაესწრო. მიყვარხართ და სულ ასეთ სიხარულს გისურვებთ, მთელ ქვეყანას!”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, […]

ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა. საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრების მატჩი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის არბიტრმა შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი) იმსაჯა. მას ასევე პოლონელი არბიტრები დაეხმარნენ – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი. მეოთხე მსაჯი სლოვაკი ივან კრუჟლიაკი იყო. ვიდეორეფერის ფუნქციებსაც პოლონელები, ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ […]

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბერძნეთთან მატჩში

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ჩვენი ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს. Whoscored: მამარდაშვილი 7.2, კაკაბაძე 6.9, კაშია 7.1, კვირკველია 7.0, დვალი 7.8, შენგელია 7.2, ქოჩორაშვილი 7.7, კიტეიშვილი 7.1, ჩაკვეტაძე 6.6, კვარაცხელია 7.1, ზივზივაძე 6.4, წიტაიშვილი 6.5, კვეკვესკირი 7.0, დავითაშვილი 6.9, ქვილითაია 6.2, მიქაუტაძე 5.8. Sofascore: მამარდაშვილი 7.8, კაკაბაძე 6.4, კაშია […]

“ნაპოლიმ” საქართველოს ნაკრებს და ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვება მიულოცა [PHOTO]

“ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა. “ვულოცავთ ხვიჩას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას”, – წერია გავრცელებულ პოსტში.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუღანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება; მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაერო-ში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო დროს ის ჩართული […]

საქართველო ისტორიულ გამარჯვებას – ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ზეიმობს

გულშემატკივრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას – ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ზეიმობენ. გულშემატკივრები მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე საქართველოს დროშებით შევიდნენ და ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს. მოქალაქეები შეკრებილი არიან რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი იყო განთავსებული. გარდა ამისა, ქალაქის ქუჩებში ქომაგები ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ, ისმის […]

ზღაპრის ბოლო კეთილია – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები [VIDEO]

გთავაზობთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ემოციებს. ვიდეო: Geo Team აბა ულა – საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება! [VIDEO]