აფხაზეთის ომში დაკარგული 12 პირის ნეშტი ოჯახებს გადაეცა — წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ცნობით, დღეს, 27 მარტს, მათი დახმარებით, ოჯახებს გადაეცა 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი. როგორც ICRC აცხადებს, ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით 2010 წლიდან მომუშავე […]

რა ეტაპზეა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი? – დავითაშვილის განმარტება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია მზადაა და ეკონომიკურ საბჭოს უახლოესი კვირების განმავლობაში წარედგინება. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მესიმ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ შექმნილ სირთულეებზე ისაუბრა

მაიამის “ინტერის” ლეგენდარულმა შემტევმა ლიონელ მესიმ “ბარსელონადან” პსჟ-ში გადასვლის შემდეგ შექმნილ სირთულეებზე ისაუბრა. “პსჟ-ში გადასვლა რთული იყო, რადგან “ბარსელონაში” ძალიან კარგი დრო გავატარე და ვფიქრობდი, რომ დავრჩებოდი. წასასვლელად მზად არ ვიყავი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რამდენიმე დღეში მომიწია ცხოვრების შეცვლა. სხვა ლიგა დამხვდა, სხვა კლუბი, ახალი გასახდელი. ეს იყო ცვლილება, რომელსაც ჩვენ არ ვეძებდით და […]

28 მარტს სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით მეტავერსში Global Matchup გაიმართება

28 მარტს სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით, მეტავერსში – კერძოდ დეცენტრალენდში კიდევ ერთი ვირტუალური ღონისძიება – Global Matchup გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ღონისძიების მიზანია იმერსიულ სამყაროში შეკრიბოს ტექ ენთუზიასტები, შექმნას საუკეთესო მეტავერს ღონისძიების გამოცდილება, ააშენოს ერთგვარი ხიდები ინვესტორებსა და ანტრეპრენერებს შორის, გააჩინოს სტარტაპების ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს ეკოსისტემის […]

გერმანია ივნისსა და ივლისში საზღვარზე კონტროლს დააწესებს

გერმანიის ხელისუფლება,ევრო 2024-ის განმავლობაში ივნისსა და ივლისში, კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, განახორციელებს კონტროლს მისი საზღვრის ყველა მონაკვეთზე. ამის შესახებ გერმანული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ზომები საჭიროა „აგრესიული კრიმინალების შესაძლო შესვლის პრევენციისთვის“, კერძოდ „ისლამისტების და სხვა ექსტრემისტების“. მისი თქმით, „ეს აუცილებელია დიდ საერთაშორისო ღონისძიებაზე მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. […]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

„მოგილოცავთ ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით“ – ლევან დავითაშვილი

„მოგილოცავთ თქვენ და თითოეულ ქართველს ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით. მინდა საქართველოს ნაკრებს ვუსურვო დიდი წარმატება უკვე ევროპის ჩემპიონატზე,” – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა პირველ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან მთლიანად საქართველოსა და თითოეულ ქართველს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელი გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიულოცა. […]

ნობელის პრემიის ათობით ლაურეატმა მსოფლიოს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა

ნობელის პრემიის 39-მა ლაურეატმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ოპოზიციას რუსეთში და არ აღიაროს ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი. მიმართვა გამოქვეყნებულია სამეცნიერო გამოცემა “T-invariant-ის” ვებგვერდზე. “ომი უკრაინაში და ალექსეი ნავალნის მკვლელობა არ ეხება მხოლოდ რუსეთს და უკრაინას. პუტინის რეჟიმმა აჩვენა, რომ ის პირდაპირ და მკაფიო საფრთხეს უქმნის მთელ კაცობრიობას. […]

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი – საქართველოს მომავალი არ ექნება, თუ ივანიშვილის მსგავსი ადამიანები ასეთი ადამიანების გასამართლებას შეძლებენ

საქართველოს მომავალი არ ექნება, თუ ივანიშვილის მსგავსი ადამიანები ასეთი ადამიანების გასამართლებას შეძლებენ, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა განაცხადა. „შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც დღეს ვნახე, ზიმბაბვეშიც შერცხვებოდათ, უგანდაშიც შერცხვებოდათ და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშიც. არ მჯერა, რომ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამ სპექტაკლის გაგრძელებას დაუშვებდა. ამას სასულთნო უნდა ვუწოდოთ და […]

სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს. ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ […]