ლევან ხაბეიშვილი – გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება – ისტორია დაწერილია! ჩვენმა ბიჭებმა უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს

გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება – ისტორია დაწერილია! ჩვენმა ბიჭებმა უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს, – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილის ფეხბურთელებსა და მათ გულშემატკივრებს მადლობას უხდის. „უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის მუხლჩაუხრელად იშრომა. მადლობა სამწვრთნელო გუნდს, ფეხბურთელებს და მადლობა გულშემატკივარს, ვისაც […]
ქუთაისის კამერულ გუნდს კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოჩენილი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის, იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზექუთაისისკამერულგუნდს (ხელმძღვანელიირინელომინაძე), სახელმწიფოსინიციატივითადაქუთაისისმუნიციპალიტეტისმერიისმხარდაჭერით, იოსებკეჭაყმაძისსახელი მიენიჭა.ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საღამოსესწრებოდნენ : საქართველოსკულტურისადასპორტისმინისტრითეაწულუკიანი, ქუთაისისმერიიოსებხახალეიშვილი, იმერეთშისახელმწიფორწმუნებულიზვიადშალამბერიძე, მაჟორიტარიდეპუტატი ზაზალომინაძე. ქუთაისის მერიის განმარტებით, საიუბილეო საღამოზე მაყურებელს კომპოზიტორის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე საინტერესო და უცნობი ფაქტები გააცნეს, ნაჩვენები […]
მაღალმთიან დასახლებებში ფერმერები მცირე ზომის ტექნიკის შეძენას სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეძლებენ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც […]
რა ეტაპზეა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი? – დავითაშვილის განმარტება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია მზადაა და ეკონომიკურ საბჭოს უახლოესი კვირების განმავლობაში წარედგინება. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. BMG დაინტერესდა, როდის ამოქმედდება კანონი, რომელსაც ბიზნესი რამდენიმე წელია ელის და ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს. როგორც ლევან დავითაშვილი […]
ბიზნესს ხელს ვუწყობთ, თუმცა შრომის უფლებების დაცვაც მნიშვნელოვანია – დავითაშვილი 48-საათიან სამუშაო რეჟიმზე

ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესს და მათი საქმიანობის გამარტივება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს, შრომის უფლებების დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი bm.ge-ის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ბიზნესის მხრიდან სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალში სტუმარმასპინძლობის, სამშენებლო და რიტეილ სექტორების დაბრუნების ინიციატივას შეეხებოდა. საქმე ის არის, რომ ბიზნესი უკვე ერთი წელია ძველ […]
თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი და საბურთალო ლიდერობს – სად ღირს ბინა ყველაზე ძვირი?

2024 წლის თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (24% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალოა (18%). „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა კრწანისში, სამგორსა და დიდ დიღომში. ყველაზე მეტი ახალი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა […]
სოხუმში აეროპორტის მშენებლობა უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო ავიაციის წესებთან თანხვედრაში არ არის – ეკონომიკის მინისტრი

სოხუმში აეროპორტის აშენება საერთშორისო წესებთან თანხვედრაში არ არის – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ICAO-სგან სრულ მხარდაჭერას ელოდება, რადგან მათი პოზიცია თანხვედრაშია არაღიარების საკითხში. “ჩვენი პოზიცია ცალსახა და უცვლელია. ჩვენ ვგმობთ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას და ეს არ არის მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანხვედრაში საერთაშორისო ავიაციის წესებთან. […]
სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს

სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგია განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს. ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის […]
საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებული გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“

28 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართება გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იქნება: საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წელში გამოცემული 133 საფოსტო მარკა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის ხელმოწერილი […]
აშშ-ში პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო უჭირთ ფაქტის და აზრის ერთმანეთისგან გარჩევა – კვლევა

აშშ-ში, ილინოისის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომლითაც სურდათ, დაედგინათ თუ რამდენად კარგად შეუძლიათ ამერიკელებს განასხვაონ ფაქტი და მოსაზრება. მკვლევართა განმარტებით, პოლიტიკურმა მიკერძოებულობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გამოკითხულთა მიერ გაცემულ არასწორ პასუხებზე. კვლევა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლის ჟურნალ Missinformation Review-ში გამოქვეყნდა. 2019 წელს, გამოკითხვის ფარგლებში, YouGov-ის საშუალებით, 2 498 ადამიანს 12 განცხადება გაეგზავნა, მათ უნდა დაედგინათ რომელი განცხადება […]