მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელებს, სახელმწიფო მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების შესყიდვაში დაეხმარება – საუბარია ღირებულების 70%-ის თანადაფინანსებაზე

ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 70%-ს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კიდევ ერთ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის ამღები ტექნიკის […]
ლევან დავითაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრს გააჩნია შემოსავლები, ბიზნესითაა დაკავებული, შესაბამისად, თითოეულ შემოსავალს თავისი ლოგიკური წარმომავლობის წყარო აქვს – ვფიქრობ, ეს დეკლარაციაში, ალბათ გამჭვირვალედ იყო და არის ასახული

თუ ნებისმიერი თანამდებობის პირის დეკლარაციაში, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის {დეკლარაციაში} რაიმე კითხვა არსებობს ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით, ამის გადამოწმების ფორმატი არსებობს – ამაში ჩართულია სამოქალაქო საზოგადოება და ეს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხიდ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მაღალი თანამდებობის პირის დეკლარაცია […]
კაია კალასი – მზად ვართ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარი როგორც მარკ რუტეს, ისე კლაუს იოჰანისის კანდიდატურას დავუჭიროთ

მზად ვართ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარი როგორც მარკ რუტეს, ისე კლაუს იოჰანისის კანდიდატურას დავუჭიროთ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. კაია კალასის ცნობით, ესტონეთის მთავრობა ორივე კანდიდატს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტესა და რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს შეხვდა. „ჩვენი შეხედულებები გამოვხატეთ. აღვნიშნეთ, რომ არასწორად მიგვაჩნია ის, რომ ჩვენი რეგიონის არც ერთი წარმომადგენელი ალიანსში […]
ირაკლი ნადირაძე – მაშინ, როდესაც მოსახლეობა გაღარიბდა, ღარიბაშვილი და ივანიშვილის მთავრობის წევრები ხალხის ხარჯზე მილიონერები გახდნენ

მაშინ, როდესაც მოსახლეობა გაღარიბდა, ღარიბაშვილი და ივანიშვილის მთავრობის წევრები ხალხის ხარჯზე მილიონერები გახდნენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „მთავრობის მთავარი საზრუნავი არის არა გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, არამედ ის, რომ მას და მის გარემოცვას დამატებითი მილიონები ხალხის ხარჯზე ეშოვათ“. „ფაქტია, რომ […]
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაცვის მხარემ სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი წარადგინა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაცვის მხარემ სასამართლოში სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი წარადგინა. აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად როგორც დაცვის მხარეს, ასევე ბრალდების მხარეს ექსპერტიზა აქვს დანიშნული. ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, აუდიოჩანაწერში საუბარი კრედიტის დამტკიცების პირობებზეა. “მესმის, რომ შინაარსი გაინტერესებთ, მაგრამ პროცესებს უნდა დაველოდოთ. არსებითი განხილვის დროს, როცა მტკიცებულებების […]
რატი იონათამიშვილი – ოპოზიცია რევოლუციებზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ოცნებობს, მაგრამ საბოლოოდ თვითდისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აკეთებს ხოლმე

ოპოზიცია რევოლუციებზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ოცნებობს, მაგრამ საბოლოოდ თვითდისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აკეთებს ხოლმე – ჩვენ პროცესებს ასე არ ვყოფთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ინიციატივის დაყენება არჩევნებს უკავშირდება. იონათამიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ გამოწვევების საპასუხოდაა, რომელიც დღეს არა მხოლოდ საქართველოში, […]
BAG ინდექსი – კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება, კერძოდ, გამოკითხული ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს. „მიმდინარე კვარტალში, ასევე გამწვავდა, სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის […]
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დეტალურად არის გაწერილი და ყველა იმ პრიორიტეტს მოიცავს, რაც ევროპასთან დაახლოების დღის წესრიგში დგას

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დამტკიცდა, დეტალურად არის გაწერილი ყველა ის პრიორიტეტი, რაც ევროპასთან დაახლოების დღის წესრიგში დგას. დავითაშვილის თქმითვე, თითოეული პრიორიტეტის შესრულების ვადა გაწერილია „რეალისტური პერიოდებიდან გამომდინარე, რაც ამა თუ იმ საკითხის მიღებას სჭირდება“. „დოკუმენტი უკვე არსებობს. ახლა ევროკომისიის […]
ლევან დავითაშვილი – მოგილოცავთ ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით

მოგილოცავთ თქვენ და თითოეულ ქართველს ძალიან დიდ გამარჯვებას, რომელსაც 30 წელი ველოდით – მინდა საქართველოს ნაკრებს ვუსურვო დიდი წარმატება უკვე ევროპის ჩემპიონატზე, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავითაშვილმა მთლიანად საქართველოსა და თითოეულ ქართველს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელი გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე […]
BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება, კერძოდ, გამოკითხული ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს. მიმდინარე კვარტალში, ასევე გამწვავდა, სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები. […]