საქართველოში დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს 600 ლარზე ნაკლები ხელფასი? – PMCG

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ 15.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. PMCG-ის მიხედვით, 0-599 ლარის მიმღებ პირთა წილის კლება 2022 წლის მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ გამოწვეული იყო დეკემბერში მე-13 ხელფასის […]
მიატოვიჩის თქმით, „ოცნება“ წინასაარჩევნო ლგბტი-ფობიით პოლიტიკურად მანიპულირებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად მანიპულირებს ჰომოფობიით წინასაარჩევნო მიზნებისთვის. „შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, რაც გამოიხატა „ქართული ოცნების“ ინიციატივაში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ახალი საკონსტიტუციო კანონის მიღების შესახებ“, — ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში. ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებით, ინიციატივა ასახავს ლგბტი ადამიანების მიმართ […]
ინტერნეტში აფხაზები ქართველების გამარჯვებას განიხილავენ

გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“. ტელეარხი „რესპუბლიკა“ წერს, რომ: „ხელისუფლება სპორტული ღონისძიებების წესებსა და ჩარჩოებს განსაზღვრავს, ამიტომ რეაქცია უნდა ჰქონდეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არაადეკვატურ საქციელზე“. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერია, თუ როგორ დააჯარიმა 2022 წელს ფიფამ სერბეთის საფეხბურთო კავშირი – გასახდელში ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა დროშა, რომელზეც სერბეთი კოსოვოს […]
რა ეღირება ბილეთები “ევრო 2024-ის“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე და როგორ შეგეძლებათ მისი ყიდვა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს. მოგეხსენებათ, ეს ისტორიული შედეგი “ჯვაროსნებმა” საბერძნეთთან მატჩის შემდეგ დააფიქსირეს. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ჩვენმა გუნდმა 4:2 იმარჯვა. Uefa-ს საიტით ცნობილი ხდება, რომ გერმანიაში გასამართ ჯგუფური ეტაპის ნებისმიერი შეხვედრის ბილეთების ფასები 30, 60, […]
სასამართლო სხდომის ფოტო, ვიდეო, კინოგადაღებისა და აუდიოჩანაწერის გაკეთების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ სხდომა გაიმართება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (კონსტიტუციური სარჩელი №1801). საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სხდომა 28 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. მათივე ინფორმაციით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერის შესაძლებლობასა და წესს, იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს […]
ქეცბაია: მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ

უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა, მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა.
წინასაარჩევნოდ ტრამპმა ბიბლიის გაყიდვა დაიწყო

გუშინ, 26 მარტს, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ მედია Truth Social-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მეფე ჯეიმსის ბიბლიას წარადგენს, რომელსაც ყდაზე “ღმერთმა დალოცოს აშშ” აწერია. ტრამპმა ბიბლია ამერიკელ მომღერალ ლი გრინვუდთან პარტნიორობით გამოსცა, რომელიც სიმღერის “ღმერთმა დალოცოს აშშ” ავტორია. ტრამპის თქმით, ეს მეფე ჯეიმსის ვერსიის ბიბლიაა, რომელიც ასევე “ამერიკის დამფუძნებელი მამების” დოკუმენტებს შეიცავს: აშშ-ს […]
16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც უჟილეტო ბავშვები “ბანანიდან” ზღვაში გადაგდო – POG

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. “მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. ბანანზე, გართობის მიზნით 4 […]
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა. “ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი. რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს […]
Сакартвелос гаумарджос! – ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს

ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მთელი რუსული სპორტული მედია ფართოდ აშუქებს და ულოცავს. მათ მილოცვას “გაზპრომ-მედიას” გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი შეუერთდა, რომელიც როგორც ეტყობა, ფეხბურთში, რბილად რომ ვთქვათ, მთლად კარგად ვერ ერკვევა. “მეგობრებო, საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე! ასეთი წარმატება ქართულ ფეხბურთს საბჭოთა დროის შემდეგ არ ჰქონია. და არ არის ისეთი […]