16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში გადაგდო – POG

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. “მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. ბანანზე, გართობის მიზნით 4 […]

მოსკოვის სასამართლომ WSJ-ს ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული, წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივა. სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი პატიმრობაში, სულ მცირე, 30 ივნისამდე დარჩება. გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. იგი ჯაშუშობის ბრალდებებს უარყოფს, ხოლო აშშ-ს მთავრობა მის დაკავებას უკანონოს უწოდებს. სასამართლო მოსმენას რუსეთში აშშ-ს ელჩი ლინ […]

კობიაშვილი ევრო 2024-ზე: მალე გვეცოდინება, ბილეთები როგორ გაიცემა, რა პლატფორმებზე იქნება

უეფასთან უკვე გვაქვს კომუნიკაცია დაწყებული და ახლო მომავალში გვეცოდინება. ამას, რა თქმა უნდა, საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ამის საშუალება. სავარაუდოდ, თვითონ უეფა აორგანიზებს და ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, თვითონ თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან ბილეთებს თუ როგორც მოხდება. ამიტომ, დღეს მე გამიჭირდება კონკრეტულად რაღაც გითხრათ, უბრალოდ, შემიძლია […]

სტრასბურგი უდასტურებს ქართულ სასამართლოს, რომ იქ ხარვეზები პრაქტიკულად არ არსებობს – მამუკა მდინარაძე

შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ. რუსთავი 2 -ის საქმეზე 2 წლიანი ნეგატიური კამპანია იყო სასამართლოს წინააღმდეგ, სტრასბურგში ითქვა, რომ სახელმწიფო მართალია, ანუ სასამართლო ორი წლის განმავლობაში აზიანეს ტყუილი ნარატივით. გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ტყუილი ნარატივი აღმოჩნდა, როცა განსახილველადაც არ მიიღო სტრასბურგმა, დადასტურდა, რომ ტყუილი იყოს ეს ყველაფერი, მათ შორის პრეზიდენტის მიერ, ახლა უკვე ეგრეთ წოდებულს […]

“რუსეთი გაჩერებას არ აპირებს” – ლანდსბერგისი

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან და ვაშინგტონს, ამერიკის ლიდერის როლის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ ამერიკაში ყველას უნდა ესმოდეს, რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ მის მეზობლებს, არამედ სწორედ შეერთებული შტატების გლობალურ როლსა და ავტორიტეტს უქმნის. „თუკი რუსეთი შეძლებს იმას, რასაც თავდაცვის სამინისტრო ამბობს, მათი რეგულარული ჯარი, […]

კადრებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს – სამკერვალო „იმერი”

ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერის“ კომერციული დირექტორი, ზაზა გვენეტაძე ამბობს, რომ კადრების დეფიციტის და კვალიფიკაციის პრობლემა კვლავ მწვავეა. როგორც მან BMG-ს გამოწვევებთან დაკავშირებით განუცხადა, ნაწილობრივ გავლენა 40-საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლამაც მოახდინა, რადგან რიგ შემთხვევებში კომპანია შეკვეთების შესრულებას ამ დროში ვერ ახერხებს, დამატებითი სამუშაო კი ზეგანაკვეთურად უნდა აანაზღაუროს. „ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ახალგაზრდები თითქმის არ მოდიან სამუშაოდ. […]

საარჩევნო პოპულიზმი და დაბრკოლება ევროკავშირის პირობებისთვის – “LGBT პროპაგანდის” კანონი

ბოლო ათწლეულში ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ LGBT+ თემზე არაერთხელ წახალისებული ძალადობის და მოძალადეთა მუდმივი დაუსჯელობის შემდეგ მთავრობას სექსუალური უმცირესობების რეპრესიული მექანიზმის კონსტიტუციაში შეტანა სურს. ინიციატივა, რომელსაც ისინი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” მცდელობად მოიხსენიებენ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მექანიზმი და საარჩევნოდ პოპულისტური იარაღი გახდება, მეორე მხრივ კი, ევროკავშირში ინტეგრაციის ისედაც რთულ გზას კიდევ უფრო […]

კვეკვესკირი: თუ კარგად ვითამაშე, ვარიანტი არაა, გულში არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო-მეთქი

ზუგდიდი ძალიან მიყვარს, თუმცა გალი მაინც სხვაა მთელი ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვისაც. თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემს გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო-მეთქი

ანა წითლიძეს მამუკა მდინარაძესთან ჩახუტება მოუწევს

ნაციონალური მოძრაობის წევრ ანა წითლიძეს “ქართული ოცნების” ლიდერ მამუკა მდინარაძესთან ჩახუტება მოუწევს, ვინაიდან, წითლიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ თუ საქართველო მოიგებდა საბერძნეთთან თამაშს, ის საჯაროდ ჩაეხუტებოდა მდინარაძეს, თუმცა, რას იზამს თავად მამუკა მდინარაძე, ეს ჯერ უცნობია.

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რთული […]