პუტინმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთი ნატოსთან ომს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ევროპაზე თავდასხმას და ნატოსთან ომს არ აპირებს. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა გვიან ღამით გაავრცელეს კრემლის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს ტვერის ოლქში პუტინის შეხვედრას სამხედრო მფრინავებთან. ამ შეხვედრაზე პუტინმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთი ნატოსთან ომს გეგმავს. ეს მოსაზრება რომ „ბოდვაა“, რუსეთის პრეზიდენტმა იმით გაამყარა, რომ მაგალითად, 2022 წელს ამერიკის […]

ვლადიმერ პუტინი – ნატო-სთან ომს არ ვაპირებთ

დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ ევროპაზე თავდასხმას გეგმავს სისულელე და ბოდვაა, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი მოსახლეობის დაშინებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი მტკიცებით, აშშ-ის სატელიტებს დიდი, ძლიერი რუსეთის ეშინიათ, თუმცა რუსეთს ამ სახელმწიფოების მიმართ აგრესიული განზრახვა არ აქვს. ”ეს სრული სისულელეა – სხვა ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობა უბრალოდ სისულელეა. […]

რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეში დრონების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედოროვის თქმით, რუსებმა კერძო საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, არიან დაშავებულები. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეში საჰაერო განგაში გამოცხადდ და აფეთქების ხმები ისმოდა.

ევროკავშირის ელჩები უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინიდან საკვები პროდუქტების უტარიფო იმპორტის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ. ბელგიისინფორმაციით, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის ელჩებმა მოახერხეს „დაბალანსებული მიდგომის პოვნა უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის აგრარული ბაზრის დაცვას შორის“. შეთანხმება, რომელიც დასამტკიცებლად ევროპარლამენტს გადაეცემა, ითვალისწინებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე იმპორტის გადასახადებისა და კვოტების შეჩერების კიდევ ერთი წლით, 2025 […]

ჩეხეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად დამატებითი თანხა გამოყო

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის შემდგომი წვლილის შეტანა ინიციატივაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის შესყიდვას ითვალისწინებს. გამოცემა Ceske Noviny წერს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ თანხა არ დაასახელა. ამასთან, პეტრ ფიალას თქმით, ინიციატივას 20 ქვეყანა შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ შესყიდვების გეგმას და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალა უკრაინაში რამდენიმე კვირაში […]

ქეცბაია: მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ

საქართველოს ნაკრების ყოფილი და კვიპროსის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია “ჯვაროსნების” ევრო 2024-ზე გასვლას გამოეხმაურა. “უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა, მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ, გუშინ არავის […]

82 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის გავლენიანი პოლიტიკოსი, ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი. ის 24 წლის განმავლობაში იყო სენატის წევრი. 2000 წელს ელ გორმა საპრეზიდენტო კამპანიისას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ის პირველი ებრაელი იყო, ვინც აშშ-ის პოლიტიკაში ასეთი მაღალი პოსტისთვის იბრძოდა. ოთხი წლის შემდეგ ლიბერმანი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოდა. ლიბერმანი ცნობილი იყო, როგორც მკაცრი კურსის მომხრე საგარეო პოლიტიკაში. […]

ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა “ჯვაროსნების” ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე კომენტარი Metaratings-თან გააკეთა: “რა თქმა უნდა, მატჩს ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შესანიშნავი შედეგია! კარგმა მწვრთნელმა ჩემს შემდეგ მაღალი დონის სამუშაო ჩაატარა. ბოლო 10 წელიწადში წარმოუდგენელ გულშემატკივრებთან ერთად საქართველოში ფეხბურთი განვითარდა. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 28 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი […]

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი – პატრიარქი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი – პატრიარქი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისალოც წერილში ნათქვამი. როგორც წერილშია აღნიშნული, მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, […]