“უმცროსი ბორჯღალოსნები” | ექვსი ლელო “ექვს ერამდე”

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” იტალიაში გასამართ “ექვსი ერის” 18-წლამდელთა ფესტივალამდე საფრანგეთში, “ლიონის” თანატოლთა გუნდთან ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და მეტოქე 36:7 დაამარცხა. “ლიონმა” საქართველოს სათანადოდ უმასპინძლა და მატჩიც “ლიონის” პირველი გუნდის საშინაო არენაზე, “სტად მატმუტზე” შედგა, მაგრამ წვიმამ გუნდებს ტექნიკისა და ტაქტიკური მონახაზების სათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა არ მისცა. მიუხედავად ამისა, საქართველო სრულ უპირატესობას ფლობდა, ტაიმებში 3-3 ლელო […]
რუსეთის საგარეო უწყება – ნატო-ს აქტიურობა აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენს ქვეყანასთან შეტაკებისთვის მოკავშირეების მომზადებისკენაა მიმართული

ნატო-ს ქმედებები აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში მიზნად ისახავს მოკავშირეების მომზადებას რუსეთთან პოტენციური შეტაკებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. „რუმინეთის საჰაერო ბაზის გაფართოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ბლოკი აგრძელებს აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის აღვირახსნილ მილიტარიზაციას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში. მათი მტკიცებით, „კოალიციური პოტენციალის დაჩქარებული გაძლიერება ასევე […]
საპარტნიორო ფონდი და პარტნიორები “ჯეონიუსტილს” ყიდიან – აუქციონის დეტალები

დეკორატიული და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელი “ჯეონიუსტილი” 78 967 ლარად იყიდება. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 49.4%-ს შპს სტარტაპ საქართველო ფლობს, რომელიც სს საპარტნიორო ფონდის საკუთრებაა. 25.3%-ს ფლობს რომეო ცინცაძე, 25.3%-ს კი, კახაბერ თუთბერიძე. აუქციონში წერია, რომ „ჯეონისუტილი“ აწარმოებდა ახალი ტიპის, ინოვაციურ დეკორატიულ აგურს.
საქართველოს რკინიგზა – მოდერნიზაციის პროექტი, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის თავისუბურება და თავსებადობა ,,შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნებთან

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთზე 2011 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულების ვადად 2024 წლის შემოდგომა არის განსაზღვრული. პროექტის სრული სამშენებლო სიგრძე ხიდების და გვირაბების ჩათვლით დაახლოებით 40 კმ-ია. პროექტი უკვე შეფასდა, როგორც „მასშტაბური“ და „ისტორიული მნიშვნელობის“ რამდენიმე ფაქტორის გამო – რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის გარდა, ხდება საექსპლუატაციო ხარჯებისა და მიმოსვლის დროის შემცირება. […]
რუსეთის განახლებული მონაცემებით, „კროკუსზე” თავდასხმის შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაახლა საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 27 მარტს, ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტერაქტს 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე დადასტურებული იყო 140-ის სიკვდილი. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, დაღუპულთა სია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემების მიხედვით იცვლება. მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს […]
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე […]
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო […]
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტ „სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემიის“ პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტ „სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემიის“ პრეზენტაცია გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოში მომუშავე იურისტებისთვის სამართლის ტექნოლოგიების (ლიგალტექის) სწავლება. „ტექნიკური უნარების შეძენა დაეხმარება მათ, თანამედროვე ინოვაციური პროდუქტები გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში და გააუმჯობესონ სამუშაოს ხარისხი. კურსის თეორიული ნაწილის გავლისას მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ალგორითმზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების მეშვეობით იურიდიული სერვისების მიწოდების […]
ფინიკი ქართულ ბაზარზე 200%-იანი ფასნამატით იყიდება

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 91 980 დოლარის ღირებულების 54.95 ტონა ფინიკის იმპორტი განხორციელდა. ( 1კგ – 4.52 ლარი) იმპორტიორი ქვეყნები და პროდუქციის ღირებულება: ირანიდან- 72 330 დოლარის ღირებულების 48.76 ტონა ფინიკი ( 1კგ -4.00 ლარი) საბერძნეთიდან- 12 520 დოლარის ღირებულების 5.05 ტონა ფინიკი ( 1კგ -6.69 ლარი) თურქეთიდან- 2 660 დოლარის ღირებულების 0.57 ტონა ფინიკი […]
გერმანია უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

გერმანია უკრაინას უახლოეს დღეებში 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა. მისი განმარტებით, გერმანიამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის სამ ეტაპად მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ 10 000 საარტილერიო ჭურვს პირველი ეტაპის ფარგლებში გადასცემს. საბრძოლო მასალას ბუნდესვერის არსენალებიდან ამოიღებენ. ამასთან, გერმანია უერთდება […]