ევრო 2024-ის პერიოდში, საქართველოდან გერმანიაში კვირაში 30 პირდაპირი ფრენა შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველო ევროპის ჩემპიონატს გერმანიის მიმართულებით გაზრდილი ფრენის სიხშირეებით ხვდება. კერძოდ, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის პირდაპირ რეგულარულ […]
გრიგორიადისის ადვოკატი: მოსამართლემ არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, პროცესი არ ჩაეტარებინა

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს დასკვნითი სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. ბრალდებულის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. “თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, რომ პროცესი არ ჩაეტარებინა. […] სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის 38-ე მუხლი, ასევე 188-ე მუხლი ცალსახად არეგულირებს იმ საკითხს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, ჩაერთოს დისტანციურად და სასამართლოს შეუძლია, დისტანციურად ჩართოს […]
უკრაინის გენერალური პროკურატურა – უკრაინაში რუსეთის აგრესიას 537 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 537 ბავშვი დაიღუპა, დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ კი მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1806-ს გადააჭარბა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1806-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. 2024 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 537 […]
ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა – მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია

ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია. შემთხვევა დღეს მოხდა.
საფრანგეთის ასამბლეამ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, – ინფორმაციას გამოცემა Lemonde ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კანონპროექტს, რომელიც ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსმა“ წარადგინა, მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 25 წავიდა. კანონპროექტი გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას საეჭვო აქტივობის მონიტორინგისთვის ალგორითმის გამოყენებას ითვალისწინებს. ალგორითმზე დაფუძნებული ონლაინ თვალთვალის ტექნიკა საფრანგეთში 2015 წლიდან არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ […]
შალვა პაპუაშვილი – უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები და ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც ეუბნებიან, რომ მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა აირჩიოს, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი. „გუშინ […]
შალვა პაპუაშვილი – ძველი რომაული გამონათქვამია, „ის, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს“, ჩვენ ზოგიერთს ხარი ვგონივართ, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან, უფლება არ გაქვთ ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათო

ძველი რომაული გამონათქვამია, რომ „ის, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს“. ჩვენ ზოგიერთს ხარი ვგონივართ რაც მისაღებია ამერიკაში, ევროპარლამენტსა და სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელსაც უფლება გვაქვს, ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ და ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა […]
მაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები – ჩვენ, შეიძლება ითქვას, ადრე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და საუბარი, ვიდრე ამას ევროპელი კოლეგები გააკეთებდნენ, თუმცა არასწორი სპეკულაციები მიეცა ამას

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის მხარდაჭერა ადასტურებს, რომ რაზეც საქართველოს ხელისუფლებას სურდა აქცენტის გაკეთება – მოქალაქეების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხოური გავლენების შესახებ, ევროპული ქვეყნებისთვისაც აქტუალურია. ბოჭორიშვილის თქმით, ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, „რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე”. „ის, რაც საფრანგეთში მოხდა, […]
მიხეილ დაუშვილი – ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს, არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია – შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ვარიანტში დამარცხდები

საერთოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ვარიანტში დამარცხდები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უტყუარ […]
საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“

საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“. საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, თსუ-ის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წლებში გამოცემული 133 საფოსტო მარკა. „ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის […]