კარაგერმა მისთვის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაასახელა

“ლივერპულის” ყოფილმა მცვემა ჯეიმი კარაგერმა მისთვის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაასახელა. “იოჰან კრუიფს ავირჩევ. საქმე ის კი არ არის, რომ მან კარიერაში რაიმე დიდ წარმატებას მიაღწია, არამედ ის, რომ მისი გზა “ბარსელონაში” უნიკალური იყო. იოჰანზე დღემდე საუბრობენ. ისინი განიხილავენ ფილოსოფიას, რომელიც მან ჩამოაყალიბ კატალონიურ კლუბში. ასე რომ, ჩემთვის იოჰან კრუიფი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ფეხბურთის ისტორიაში”, […]
“სააკაშვილი უნდა მიესალმოს ჩემ გადაწყვეტილებას, მას ეს მოუხდა” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვებაზე საუბრისას, თქვა “როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ მას, როგორც წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და მას ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ. მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. სარჩელს რაც შეეხება, საერთო ჯამში, სასაცილოა უკვე. შეხვედრებზე, რასაც თამარ კორძაიაც ესწრებოდა ხოლმე და როდესაც მართლმსაჯულების […]
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება – გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება

სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება, – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას 26 მარტს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მათი გადასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. „შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ“, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
მაკა ბოჭორიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე – არასწორი ინტერპრეტაციებია! საუბარია მხოლოდ პროპაგანდაზე და ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვას არანაირად არ ეხება

არასწორი ინტერპრეტაციებია! საუბარია მხოლოდ პროპაგანდაზე და ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვას არანაირად არ ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება, რადგან ის არ უკავშირდება ადამიანის უფლებების შეზღუდვას. „ისევ და ისევ […]
85 წლის ასაკში ამერიკელი მოქანდაკე და არქიტექტორი რიჩარდ სერა გარდაიცვალა

85 წლის ასაკში ამერიკელი მინიმალისტი მოქანდაკე, არქიტექტორი და ვიდეოხელოვანი რიჩარდ სერა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გართულებები გახდა. სერამ კარიერა, როგორც მინიმალისტმა მოქანდაკემ დაიწყო. იელის უნივერსიტეტში აღებული სტიპენდიით სწავლობდა პარიზში. 1966 წელს რომში გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა. 1970-იანი წლებიდან ასევე მუშაობდა ბეჭდურ გრაფიკის ჟანრში. გარდა ამისა, იღებდა სამოყვარულო ფილმებს. 1981 წელს ნიუ-იორკში დაიდგა სერას […]
პაპუაშვილის თქმით, კობახიძის სცენაზე ასვლა “სულით ბოროტმა ადამიანებმა” გააპროტესტეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ერთა ლიგის ფინალში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლისას საპროტესტო შეძახილები ორგანიზაცია შეცვალემ წამოიწყო, პაპუაშვილმა მათ “მორალისგან დაცლილი, სულით ბოროტი” ადამიანები უწოდა. “ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ. ის რაც კონკრეტულმა ჯგუფმა ჩაიდინა არ არის ქართული საქციელი. თავადვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები. ორგანიზაცია შეცვალე – რომელიც არ […]
აშშ-ში ხიდის ჩამონგრევის შედეგად წყალში ჩავარდნილი ორი პირის ცხედარი ამოიტანეს

აშშ-ს მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი DALI ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდს 26 მარტს დაეჯახა და ჩამოანგრია. დღეს, მაშველებმა ხიდის ჩამონგრევის შედეგად წყალში ჩავარდნილი ორი პირის ცხედარი იპოვეს, რომლებიც შეჯახების დროს ხიდზე იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, მათი ცხედრები მანქანაში აღმოაჩინეს. ინციდენტამდე ხიდზე 6 პირი გზის სარემონტო სამუშაოს ასრულებდა. ამ დროისთვის დანარჩენი […]
„დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის დასრულებამდე ჯაჭვი არაა უწყვეტი“ – რა პრობლემები გამოიკვეთა ონკოპაციენტების საჭიროებების კვლევაში

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თემატურ მოკვლევაზე – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – მუშაობა ფინალურ სტადიაზეა. მისი თქმით, მოკვლევა 6 თვის წინ დაიწყო და მისი მიზანია ონკოპაციენტების საჭიროებების კვლევა, რის საფუძველზეც რეკომენდაციები უნდა მომზადდეს. ზავრადაშვილის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ათასობით პაციენტი, ონკოლოგები, ყველა ონკოლოგიური კლინიკა, ექსპერტები და პაციენტების ოჯახებიც, რათა გამოკვლეულიყო მათი დამოკიდებულებები და განცდები. ირმა ზავრადაშვილის […]
„სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის მოცულობამ 7,64 მლრდ ლარს გადააჭარბა“ – თენგიზ ნასარიძე

სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები, პერსპექტივები და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები სახელმწიფო უწყებების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ენი სთიდი ესწრებოდნენ. […]
ინტერნეტში აფხაზები ქართველების გამარჯვებას განიხილავენ

სოციალური ქსელების აფხაზი მომხმარებლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას განიხილავენ. ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“. ტელეგრამ-არხი „რესპუბლიკა“ წერს, რომ: „ხელისუფლებებს, რომლებიც სპორტული ღონისძიებების წესებსა და ჩარჩოებს განსაზღვრავენ, რეაქცია უნდა ჰქონდეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არაადეკვატურ საქციელზე“. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც წერია, თუ როგორ დააჯარიმა […]